შეხვედრის დასაწყისიდან მალევე, მე-14 წუთზე კვარაცხელია საჯარომოში დაეცა და მას სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა, თუმცა თამაშის გაგრძელება მოახერხა. რამდენიმე წუთის შემდეგ ერთმანეთს ხვიჩა და "ურალის" მცველი დემოვი შეეჯახნენ, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა.
პირველი ტაიმის შემდეგ, "ურალი" 2:0 დაწინაურდა და ეს ანგარიში 90 წუთში აღარ შეცვლილა. თუმცა, გუნდებმა გადაწყვიტეს, მესამე ტაიმი ეთამაშათ.
კვარაცხელიამ ერთხელ საჯარიმოს კუთხიდან დაარტყა და ბურთმა ძელს ახლოს ჩაუარა
65-ე წუთისთვის ლეონიდ სლუცკიმ არაერთი ცვლილება განახორციელა. მოედანი კვარცხელიამც დატოვა და შეხვედრაში დავითაშვილი ჩაერთო, რომელმაც მესამე ტაიმშიც მიიღო მონაწილეობა.
"რუბინი" ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა და ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ტრავმა აპრილის ბოლოს, სწორედ "ურალის" წინააღმდეგ მიიღო და ამის შემდეგ, მოედანზე აღარ გამოჩენილა.
"რუბინი" კვარაცხელიაზე იმედს არ ამყარებს, დავითაშვილს კი გასხვისებას უპირებს
ბრიტანული პრესა "ლიდსში" კვარაცხელიას მცველად თამაშს განიხილავს