ბოლო დღეებში ინგლისური "სანდერლენდის" ვარიანტზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა SPORTALL.GE-ს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, აბურჯანიას ორი კონკრეტული შეთავაზება აქვს, თუმცა ინგლისური არცერთი არაა. ფეხბურთელის საბოლოო გადაწყვეტილება სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
"ჯვაროსანთა" ნახევარმცველის მიმართ დაინტერესებას გერმანიის მეორე ბუნდესლიგისა და პორტუგალიის უმაღლესი დივიზონის მონაწილე კლუბები გამოთქვამენ. მათ გიორგის საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი წინადადებებით მიმართეს.
ფეხბურთელს "კარტახენამდე" "ოვიედოს", "ტვენტეს", "ლუგოს", "ხიმნასტიკის", "ანორთოსისისა" და გორის "დილას" ღირსება დაუცავს. აბურჯანიამ