კვირკველია რუსეთიდან მიდის და თანაც ტოპ 5-ის ჩემპიონატში!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 29 წლის ცენტრალურ მცველს, საბა კვირკველიას, დღეს მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა. თავისი გეგმების შესახებ კვირკველიამ კომენტარი Р-Спорт-თან გააკეთა:

"მე "ლოკომოტივში" სიომინის გამო მოვედი. ის წავიდა და მეც წავედი. არაფერზე მწყდება გული. პირიქით, ძალიან მიხარია. ჩვენი მიზანი რუსეთის ჩემპიონატზე ოქროს მედლების მოპოვება იყო და ოქრო მოვიპოვეთ.

მე "ლოკომოტივს" მადლობას ვუხდი, ყველა გულშემატკივარს, ყველა ფეხბურთელს, ვისთანაც ვმუშაობდი, მოედანზე გავდიოდი. ის, რაც ზემოთ მოხდა - ბიზნესია. ყველას, ვინც კი, ასე ვთქვათ, ქვემოთ იყო, მადლობას ვუხდი, ხოლო რაც
ზემოთაა, მე არ მეხება. ეს ბიზნესია.

რისთვისაც გადმოვედი "ლოკომოტივში", ყველაფერი მოვიპოვე. დროა ევროპაში წავიდე, ძალები ევროპულ ჩემპიონატში მოვსინჯო. ჩემი რუსეთში უკვე ვითამაშე, ჩემი გამოვიმუშავე, მე მეყოფა.

რა თქმა უნდა, ჩემს მომავალთან დაკავშირებით კონკრეტიკა არის, მალე ნახავთ. ეს იქნება კლუბი ევროპის ტოპ 5-ის ჩემპიონატიდან".

მკითხველის კომენტარები / 23 /
ოღონდ შენ ის ფეხბურთი ითამაშე რასაც ადრე თამაშობდი და ვისაც არ გაუხარდეს...
მამუკა
01 ივლისი 2021 00:20
2
ტოპ-5 გავიგეთ მარა ლიგა რომელი?
hhh
01 ივლისი 2021 00:27
2
ამ კაცს აქვს ჩავარდნა, ესაა და ეს. ხოლო, ის რომ მაღალი კლასის ფეხბურთელია, ამაში ალბათ ეჭვი არავის გვეპარება.
წარმატებები სოლომონს, ის ჭირდება საქართველოს ნაკრებს.
ქობულეთელი
01 ივლისი 2021 10:35
0
ყველაფერში გეთანხმები,მაგრამ ნამეტანი ჩავარდა და ამოსვლა,ძალიან ძნელი იქნება.ძალიან გვჭირდება და ძალიანაც მინდა ფორმა აღიდგინოს.თუმცა არის საამისოდ მზად?ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ საბას.
სოსო
01 ივლისი 2021 17:02
0
იმედია ფორმას აღიდგენს, რაც ნაკრებს ძალიან სჭირდება. იყო დრო, მის გარეშე ნაკრები წარმოუდგენელი იყო და მისი არყოფნა ახლაც პრობლემაა. ჩავარდნა რაღაც ეტაპზე ყველას აქვს, მთავარია დაძლიოს. წარმატებები
11
01 ივლისი 2021 10:17
0
თუ ეს მართლა გამოვიდა ძალიან კარგი. ისეთ ასაკშია, რომ მაღალ დონეზე რამოდენიმე წელს კიდევ თავისუფლად შეძლებს თამაშს, ოღონდ ერთი პირობით - უნდა ბევრი, ძალიან ბევრი იმუშაოს იმისთვის რომ ის ფორმა დაიბრუნოს , რაც პიკზე ქონდა. მაგას ისეთი მონაცემები ქონდა, ადრე რომ წასულიყო ევროპაში, კარგ ჩემპიონატში, ახლა ერთერთი გამორჩეული ცენტრალური მცველი იქნებოდა, მაგრამ... ნუ რაც იყო იყო, იქნებ ახლა მაინც გამოიყენოს შანსი.
არტ
01 ივლისი 2021 01:57
1
გააღვიძეთ ვინმემ,არ დარჩეს სიზმარში ეს და ჯუღელი
luka
01 ივლისი 2021 08:45
30
...რაც საბას გაკეთებული აქვს უკვე, ჯერ იმის მეთასედს მიაღწიეთ და მერე დაფიქრდით იღადაოთ თუ არა!!! წარმატებები საბას!!!
დათო
01 ივლისი 2021 11:39
8
აუფ, თამამი განაცხადია ამ ასაკში და ასეთ ცუდ ფორმაში მყოფისგან. ღმერთმა ქნას გამოგივიდეს მაგრამ მგონი დაგაგვიანდა, როდესაც რუსეთის გუნდებს არ უნდიხარ, სადაც ყველაზე კარგად გიცნობენ, ევროპის ტოპ დონე არამგონი გაქაჩო
***
01 ივლისი 2021 02:00
6
ტოპ 5 არა მაგრამ,ტოპ კვიპროსი(ქეცბაია მცველს ეძებს)ტოპ ყაზახეთი,ტოპ აზერბაიჯანი,ტოპ ბელარუსი შეიძლება გამოვიდეს! აბა ახლა ამ ფორმაში ვინ აიყვანს სხვა! 2 წლის უკან უნდა წასულიყო ევროპაში,მაშინ ჰქონდა კარგი პერიოდი!ახლა ევროპის ტოპ 5 ფანტასტიკის სფერო მგონია!
kaxa
01 ივლისი 2021 11:49
10
კი არ წახვედი გაგიშვეს როტორში, სადაც არაფერი გაკიკეთებია. ნაკრებშიც ტყუილად იძახებენ
gio
01 ივლისი 2021 08:10
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული