კვირკველია რუსეთიდან მიდის და თანაც ტოპ 5-ის ჩემპიონატში!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 29 წლის ცენტრალურ მცველს, საბა კვირკველიას, დღეს მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა. თავისი გეგმების შესახებ კვირკველიამ კომენტარი Р-Спорт-თან გააკეთა:

"მე "ლოკომოტივში" სიომინის გამო მოვედი. ის წავიდა და მეც წავედი. არაფერზე მწყდება გული. პირიქით, ძალიან მიხარია. ჩვენი მიზანი რუსეთის ჩემპიონატზე ოქროს მედლების მოპოვება იყო და ოქრო მოვიპოვეთ.

მე "ლოკომოტივს" მადლობას ვუხდი, ყველა გულშემატკივარს, ყველა ფეხბურთელს, ვისთანაც ვმუშაობდი, მოედანზე გავდიოდი. ის, რაც ზემოთ მოხდა - ბიზნესია. ყველას, ვინც კი, ასე ვთქვათ, ქვემოთ იყო, მადლობას ვუხდი, ხოლო რაც
ზემოთაა, მე არ მეხება. ეს ბიზნესია.

რისთვისაც გადმოვედი "ლოკომოტივში", ყველაფერი მოვიპოვე. დროა ევროპაში წავიდე, ძალები ევროპულ ჩემპიონატში მოვსინჯო. ჩემი რუსეთში უკვე ვითამაშე, ჩემი გამოვიმუშავე, მე მეყოფა.

რა თქმა უნდა, ჩემს მომავალთან დაკავშირებით კონკრეტიკა არის, მალე ნახავთ. ეს იქნება კლუბი ევროპის ტოპ 5-ის ჩემპიონატიდან".

მკითხველის კომენტარები / 23 /
იმედია ფორმას აღიდგენს, რაც ნაკრებს ძალიან სჭირდება. იყო დრო, მის გარეშე ნაკრები წარმოუდგენელი იყო და მისი არყოფნა ახლაც პრობლემაა. ჩავარდნა რაღაც ეტაპზე ყველას აქვს, მთავარია დაძლიოს. წარმატებები
11
01 ივლისი 2021 10:17
0
გააღვიძეთ ვინმემ,არ დარჩეს სიზმარში ეს და ჯუღელი
luka
01 ივლისი 2021 08:45
30
კი არ წახვედი გაგიშვეს როტორში, სადაც არაფერი გაკიკეთებია. ნაკრებშიც ტყუილად იძახებენ
gio
01 ივლისი 2021 08:10
23
ვიხოდებით ნელ-ნელა
Levani
01 ივლისი 2021 07:52
1
ტოპ 5 რადგან თქვა ესე იგი იტალია გერმანია ინგლისი საფრანგეთი ესპანეთი გამოირიცხა თორე იტყოდა ტოპ 4იო, მეხუთე ვინაა პორტუგალია?
ზორბეგი
01 ივლისი 2021 07:14
23
ან ჰოლანდია!
ლევანი
01 ივლისი 2021 10:47
6
აბა რა საბუნია , სჯობს გვიან ვიდრე არასდროს
ლშა
01 ივლისი 2021 02:22
2
აუფ, თამამი განაცხადია ამ ასაკში და ასეთ ცუდ ფორმაში მყოფისგან. ღმერთმა ქნას გამოგივიდეს მაგრამ მგონი დაგაგვიანდა, როდესაც რუსეთის გუნდებს არ უნდიხარ, სადაც ყველაზე კარგად გიცნობენ, ევროპის ტოპ დონე არამგონი გაქაჩო
***
01 ივლისი 2021 02:00
6
თუ ეს მართლა გამოვიდა ძალიან კარგი. ისეთ ასაკშია, რომ მაღალ დონეზე რამოდენიმე წელს კიდევ თავისუფლად შეძლებს თამაშს, ოღონდ ერთი პირობით - უნდა ბევრი, ძალიან ბევრი იმუშაოს იმისთვის რომ ის ფორმა დაიბრუნოს , რაც პიკზე ქონდა. მაგას ისეთი მონაცემები ქონდა, ადრე რომ წასულიყო ევროპაში, კარგ ჩემპიონატში, ახლა ერთერთი გამორჩეული ცენტრალური მცველი იქნებოდა, მაგრამ... ნუ რაც იყო იყო, იქნებ ახლა მაინც გამოიყენოს შანსი.
არტ
01 ივლისი 2021 01:57
1
ტოპ-5 გავიგეთ მარა ლიგა რომელი?
hhh
01 ივლისი 2021 00:27
2
ოღონდ შენ ის ფეხბურთი ითამაშე რასაც ადრე თამაშობდი და ვისაც არ გაუხარდეს...
მამუკა
01 ივლისი 2021 00:20
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული