აბურჯანია კარიერას პორტუგალიაში განაგრძობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ საკლუბო მომავალი გადაწყვიტა. SPORTALL.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი კარიერას პორტუგალიურ "ჟილ ვისენტეში" განაგრძობს. 2-წლიანი ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება.

ესპანური "კარტახენადან" წამოსვლის შემდეგ აბურჯანიას მეორე ბუნდესლიგის მონაწილე დიუსელდორფის "ფორტუნა" ეპატიჟებოდა, მაგრამ არჩევანი პორტუგალიელებზე გაკეთდა. "ჟილ ვისენტე" ქართველებისთვის ნაცნობი გუნდია, აქ 2013-17 წლებში ავთო ებრალიძე გამოდიოდა.

აბურჯანიას ახალმა კლუბმა გასული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. მათ 46 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი რიკარდუ სუარეში წვრთნის.

გიორგის "კარტახენამდე" "ოვიედოს", "ტვენტეს", "ლუგოს", "ხიმნასტიკის", "ანორთოსისისა" და გორის "დილას" ღირსება დაუცავს. აბურჯანიამ  საქართველოს
ნაკრებში სადებიუტო გოლი რუმინეთთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში (2:1) გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები.ნორმალური ლიგას და ნორმალური გუნდია
კახა ქ.
20:17 02-07-2021
0
კარტახენას ჯობია, მაინც უმაღლესი ლიგაა, თუმცა უკეთესი გვინდოდა, წარმატებები
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული