გოლისა და კარგი თამაშისთვის ლობჯანიძემ 12 წუთი იკამარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზახეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ელგუჯა ლობჯანიძის "ტობოლმა" სტუმრად 4:2 დაამარცხა "თურანი" და ლიდერობა დაიბრუნა. ქართველმა ფეხბურთელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გოლი გაიტანა და ერთ გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

საქართველოს ნაკრების პოტენციური წევრი შეხვედრაში 78-ე წუთზე ჩაერთო, მაშინ ანგარიში 2:2 იყო. 84-ე წუთზე, ქართველ ფორვარდთან ორთაბრძოლაში, მასპინძელთა მცველს "ტობოლის" ფეხბურთელზე საგოლე პასი გამოუვიდა, სამ წუთში კი ლობჯანიძემ თავად გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

28 წლის შემტევისთვის მიმდინარე სეზონში ეს მესამე გოლი იყო. "ტობოლს" შეხვედრებს  ყაზახეთის თასსა და ჩემპიონატზე გამართავს, 22 ივლისს კი
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სპლიტის "ჰაიდუკს" ესტუმრება.

altელგუჯა ლობჯანიძე: როგორც ჩანს, ვაისი ჩემში პერსპექტივას ხედავს

altელგუჯა ლობჯანიძემ "ტობოლთან" კონტრაქტი გააფორმა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული