"ajansspor"-მა "ტრაბზონსპორის" მწვრთნელის აბდულა ავჩის ნათქვამი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ ის ძალიან გულდაწყვეტილი დარჩა გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის ვერგაჩარხვით.
ავჩი ამბობს, რომ ჩაკვეტაძის სამსხურით დაინტერესებული იყო, "გენტს" წინადადებით მიმართეს კიდეც, მაგრამ ბელგიურმა კლუბმა უარით გაისტუმრა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე უპასუხა.
გამოცემა გიორგის პერსპექტივას ჩინებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მისი სატრანსფერო ფასი 2.7 მილიონი ევროა, "გენტთან" კი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.