"თავდასხმაში გიორგი მიქაუტაძის სახელი არავის დაავიწყდება..." - ბელგიური მედია

AutoSharing Option
გასულ სეზონში "სერენმა" სხვა კლუბებიდან იჯარის წესით აყვანილი ფეხბურთელებისგან დიდი სარგებელი ნახა. თავდასხმაში გიორგი მიქაუტაძის სახელი არავის დაავიწყდება. მან შეძლო და გახდა ბელგიის მეორე ლიგის ბომბარდირი (21 მატჩში 19 გოლი), რის შემდეგაც "სერენი" უმაღლეს ლიგაში აღზევდა. მიქაუტაძესთან ერთად იჯარის წესით "მეციდან" ამადუ ნდიაიე გადმობარგდა.

მან ქართველის მსგავსი შედეგი ვერ დააფიქსირა, თუმცა ცვლილებაზე ნამდვილად კარგად შემოდიოდა. თავდამსხმელმა 17 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა. გიორგის მსგავსად, ისიც დაბრუნდა "მეცში". სავარაუდოდ, ქართველი ბელგიის უმაღლეს ლიგაში აღარ იასპარეზებს და უშუალოდ "მეცს" დაეხმარება ლიგა 1-ში, ხოლო ნდიაიე
კარიერას "ლე მანსში" განაგრძობს.

მომზადებულია dhnet-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიქაუტაძე,შენ მაინც გაქაჩე ტოპ ლიგაში,თორე სხვა ქართველი ფეხბურთელები არც აპირებენ იქით გახედვას,აგერ რუსეთი აქ არაა
გიორგი
16:34 05-07-2021
2

სიახლეები პოპულარული