წიტაიშვილმა ლუჩესკუს მიერ მიცემული შანსი გამოიყენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შვეიცარიაში წინასასეზონო შეკრებაზე მყოფმა კიევის "დინამომ" ამხანაგურ მატჩში საფრანგეთის რეგიონული ლიგის "დივონი" 5:0 დაამარცხა, ერთი გოლი კი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ "ლოზანასთან" წინა სპარინგში წიტაიშვილი განაცხადში არ შეიყვანა, დღეს კი ახალგაზრდული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და ჩვენებური შეუცვლელად ათამაშა.

გიორგი ძალიან აქტიური იყო, მეორე გოლში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ ოდნავ ააცილა ბურთი კარს, 67-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში 4:0 გახადა.

"დინამო" კიდევ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს და ამის შემდეგ გადაწყდება, დატოვებენ წიტაიშვილს გუნდში თუ ისევ იჯარით გაუშვებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული