ქეცბაიას "ანორთოსისი" სუპერთასზე პენალტების სერიაში დამარცხდა

AutoSharing Option
კვიპროსის სუპერთასზე თასის მფლობელი "ანორთოსისი" ჩემპიონ "ომონიასთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

სეზონის დასრულების შემდეგ "ანორთოსისი" ბუბა დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ დატოვეს და თემურ ქეცბაიას გუნდში ამ ეტაპზე ქართველთაგან მხოლოდ გიორგი ლორია დარჩა (ნიკა კაჭარავა ტრავმირებულია). მიუხედავად ამხელა დანაკლისისა, ფამაგუსტურმა გუნდმა ტოლი არაფერში დაუდო მეტოქეს, მატჩი 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი 3:2 "ომონიამ" იმარჯვა.

ლორიამ ერთი პენალტი მოიგერია, ერთი დარტყმა მოწინააღმდეგემ ხარიხას გადააცილა, ხოლო მატჩის გმირი "ომონიას" ბრაზილიელი მეკარე ფაბიანო გახდა, რომელმაც სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული