"ხვიჩა "რუბინში" კიდევ 1 წელი დარჩება" - რუსი ჟურნალისტი კვარაცხელიას შესახებ წერს

AutoSharing Option
რუსმა საფეხბურთო ბლოგერმა და Eurosport-ის ერთ-ერთმა ავტორმა პაველ გოროდნიცკიმ საკუთარ "იუთუბ-არხზე" ისაუბრა, თუ რატომ დარჩება ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში" კიდევ ერთი სეზონით...

"ხვიჩა კვარაცხელია ამ ზაფხულს "რუბინს" არ დატოვებს. არადა, რამდენიმე თვის წინ ფეხბურთელის მამა ამბობდა, რომ "კვარა" რუსეთში თამაშს არ განაგრძობდა. ამით იმაზეც მიუთითებდა, რომ ქართველი "ზენიტში" გადასვლას არ აპირებდა.

როგორც ვიცი, ხვიჩას ევროპაში კარიერის გაგრძელება სურს, მაგრამ ნახეთ, რა ხდება - ევროპული კლუბების წარმომადგენლები რეკავენ "რუბინში" ან ფაქსს აგზავნიან, პასუხად კი იღებენ: "ჩვენ არ მოგყიდით ხვიჩას 18 მილიონ ევროდ,
არც 20 მილიონად".

იმიტომ, რომ ყაზანელებს კვარაცხელიას გაყიდვა უფრო ძვირად სურთ, მაგალითად, 30 მილიონად. კონტრაქტი ფეხბურთელსა და კლუბს 2024 წლამდე აკავშირებთ და ახლა მისი გაყიდვის აუცილებლობა არ დგას. ახლა ხვიჩას შეუძლია რუსეთის პრემიერლიგასა და ევროთასებზე გაიბრწყინოს, მომდევნო ზაფხულს კი უკეთეს ფასად გაიყიდება.

მაშინ ვის გაყიდის "რუბინი"? ალბათ, კარლ სტარფელტს და მიღებული ფულით მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას ხვიჩასა და სლუცკისთან ერთად, თან ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის პერსპექტივებიც ექნებათ", - თქვა ბლოგერმა.

20 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 ასისტიც მოაგროვა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჭაობია რუსეთი ყოველმხრივ.
ILIA
17:53 14-07-2021
8
თავისი საქმის უკეთ იცის. თან ძალიან მაგარი მწვრატნელი შეხვდა რომელიც შვილივით უყურებს. ყენია რო წავიდა შალკეში რა უქნა ფელიქს მაგათმა დაასამარებინა კარიერა. არადა შალკეზე ვერავინ იტყვის ჭაობიაო.ან ჩაკვეტაძეს რა უქნეს გენტში აწვალეს ოპერაციაზე მერე გაუკეთეს მერე კიდე რაღაც და ასე შემდეგ.
ბოკინიო
19:02 14-07-2021
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული