"ხვიჩა დიდი მოთამაშეა და 3.5 ძალიან დიდი კლუბის ოფიციალური წინადადება გვაქვს" - ამბობს "რუბინის" დირექტორი

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახევრმცველი ხვიჩა კვარაცხელია ამ ზაფხულს "რუბინს" არ დატოვებს და თავადაც თქვა, რომ დარჩენის შემთხვევაში მოხარული იქნება.

ყაზანური კლუბიდან ყველაზე დაუფარავად ტრანსფერებზე სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი საუბრობს და მან სიტუაცია განმარტა.

"რატომ არ გავყიდეთ აქამდე ხვიჩა? მთელმა ისტორიამ ამასთან დაკავშირებით შემობრუნება გაცილებით ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ მაისში, როდესაც ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო. ეს დიდი მოთამაშეა და რათა ასეთი გარიგება გაჩარხო, ცაში ვარსკვლავები სწორად უნდა შეიყარონ.

ხვიჩათი საკმაოდ ბევრი კლუბი ინტერესდება. ჩვენ 3.5 ოფიციალური წინადადება გვაქვს. ესენი
ძალიან დიდი ორგანიზაციებია. შესაძლოა, ერთი მხრივ კარგიცაა, რომ ჯერ არ გავყიდეთ. არაა გამორიცხული, პრემიერლიგაზე ჩვენთან ერთად აიღოს სტარტი. ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ ახლა დასრულდა. ცოტა მოიცადეთ", - ციტირებს იაროვინსკის Sport24.

და კიდევ: "რუბინმა" შვედი მცველი კარლ სტარფელტი "სელტიკს" 5 მილიონ ევროდ მიჰყიდა, კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კი თქვა, რომ ეს კვარაცხელიას პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებული არ არის და ფეხბურთელების გასაყიდად მუდამ მზად არიან.

მკითხველის კომენტარები / 14 /
და ვინ თქვა რომ ჯუღელი ქველმოქმედია ან მეცენატი ან უფრო გასაგებად "კაი ტიპი", აგენტია რა, ეს ხვიჩა, აბრეზა, ჟინვალა და ბევრი სხვა მაგის კლიენტები, მაგის პურია(ხიზილალით), არავისთვის კალთა არ ჩამოუხევია, აქით ეხვეწება ბევრი აქაური პრეზიდენტი და "მამიკო", ეს ბიჭებიც ყავს "ქერის ორმოში", აბა კითხეთ ბერიაშვილს ან ქავთარაძეს, არაფერი რო ვთქვათ ხვიჩაზე. ჩვენ კი ისე ვწერთ თითქოს რამე მართებს ჩვენი, ვეუბნებით დაანებე ბიზნესს თავი და ჩვენი-გულშემატკივრების ჭკყაზე იარეო, შენც და შენმა კლიენტებმაცო.
საბა
15 ივლისი 2021 13:01
1
ვინ ხართ თქვენ,დაანებეთ ხვიჩას თავისი პირადი საქმის აწყობა. ხვიჩაზე დამის აგენტზე მაგრად იცით რა აწყობს და რა არა. ყველამ თქვენს თავს მიხედეთ. ნუ გამოხტებით მეცამეტე გოჭივით
გრიგოლი1408
15 ივლისი 2021 12:55
5
დიდი ალბათობით ინგლისურ გუნდში გადავა ხვიჩა ოღონდ ლიდსში არა. 70% ტრანსფერის ალბათობა.ყველაფერი მალე გაირკვევა მეგობრებო, სატრანსფერო ფანჯარა სექტემბრის პირველ რიცხვებამდეა არ დაგავიწყდეთ. ხვიჩამ პრემიელ ლიგის პირველ ტურებშიც რომ ითამაშოს რუბინში არც ეგ არარის გამორიცხული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა გუნდში არ გადავა. P.S ერთი ინგლისური გუნდი განსაკუთრებით აქტიურობს ლიდსს არ ვგულისხმობ. ყველაფერი კარგად იქნება ;)
ბ.კ
15 ივლისი 2021 11:55
4
თუ ვერ მოხერხდა სიტი ან იუვენტუსი, მაშინ ნამდვილად ანჟი მიიღებს,თანაც ჯუღელი ქეშს ( დაუბეგრავად) ჩაიჯიბებს და ოქროს უბანში საძმაკაცოს სუფრას გაუშლის
ჟორა
15 ივლისი 2021 11:09
8
ოქროს უბანში მაგას რა უნდა? ვინ ძმაკაცებს აბა? რას გვერჩი ბრატ ახსნი?
დათო
15 ივლისი 2021 12:40
0
ყოფნა არ ყოფნა! აი ეს არის საკითხავი! ხვიჩას საგა გრძელდება.
ბოლოსდაბოლოს გვითხარით, რჩება თუ მიდის ხვიჩაააააა!
15 ივლისი 2021 10:53
3
3.5 რას ნიშნავს?
გულშემატკივარი
15 ივლისი 2021 09:26
0
80-იან წლებში, გეპეის მისაღები გამოცდების მათემატიკის ამოცანების წიგნში იყო ერთ-ერთი ამოცანის პასუხი - 3.5 ბატი (ანუ, სოფელში, ბებოს ჰყოლია მაგდენი) :)
მიშა
16 ივლისი 2021 10:46
0
საშვალო გამოიყვანეს ეტყობა :) :) :)
giorgi
15 ივლისი 2021 09:52
0
უკვე ძაან მოსაბეზრებელია რა, ამდენი ზღაპრები და მათზე კომენტარი, არ გავხადეთ ეროვნულ ტრაგედიათ და სტრატეგიულ მნიშვნელოვან საკითხად 20 წლ. ბიჭი სად ირბენს.
ლაშა
15 ივლისი 2021 08:26
14
ეს ბიჭი დიდი მოთამაშეა და თუ მის განვითარებას ხელი შეეშალა ჯუღელის სინდისსზე იყოს.მთელი ეს თვეები რომ იმუქრებოდა,ხვიჩა ტალანტია და ევროპის ტოპ 5 ლიგაში გადავაო.რა მოხდა?! იკადროს და ასუხი გაგვცეს.ჩვენ არ ვართ,ესპანეთი,ინგლისი,იტალია.გვყავს რამდენიმე ასეთი გამორჩეული ფეხბურთელი და მათი ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი გვიხარია.ამიტომ ველოდებით პასუხებს
georgian
15 ივლისი 2021 07:40
6
გადავა მეგობრებო ამ ზაფხულშივე დამიჯერეთ და ამაზე ბევრი ფაქტი მიუთითებს. 1) რუბინმა ხვიჩას პოზიციაზე იყიდა ფეხბურთელი რომელშიც თუ სწორად მახსოვს 5 მილიონი გადაიხადა. რუბინი სკამის ფეხბურთელისთვის 5 მილიონს არ გადაიხდის ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. 2) დაახლოებით 2 დღის წინ რუბინმა საკუთარ სტადიონზე წარადგინა როგორც საშინაო ისე საგარეო ფორმა და ეს ფორმები წარადგინა სამმა ფეხბურთელმა ესენი იყვნენ დესპოტოვიჩი ბაკაევი და კიდევ ერთი ფეხბურთელი არ მახსოვს სამწუხაროდ. თუმცა ხვიჩას არ წარუდგენია ფორმა, ესეც ერთერთი ნიშანია იმისა რომ ხვიჩა მიდის რადგან სხვა შემთხვევაში ხვიჩა რუბინის მთავარი ვარსკვლავია და აუცილებლად ის წარადგენდა ფორმას. 3) ივნისის დასაწყისში გამოტოვებული ნაკრების თამაშები, მაგ მომენტში უკვე მაგარი გახურებული იყო მოლაპარაკებები და როგორც რუბინის გენერალეუნმა მდივანმა აღნიშნა უკვე მაისიდან დაიწყო ტრანსფერზე მოლაპარაკებები. მოკლედ ეხლა სიტუაცია კი იწელება ჩვენთვის მაგრამ 99% ხვიჩა უახლოეს კვირეებში დატოვებს რუბინს. 20 წელია ფეხბურთს ვუყურებ და ტრანსფერებში თურაღაც გამეგება წესით ასეა. იმედია ის 1% არმოხდება. წარმატებები ხვიჩას!!!
ქართველი
15 ივლისი 2021 02:31
4
შენ ის ბიჭი არ ხარ 3 დღის წინ "მილანში" რო გაუშვი? როცა ისინი ვლაშიჩს ეჩალიჩებიან. ანალიზიც ცოტა უცნაური გაქვს, ვიცი კაი გინდა, მაგრამ ეს სამწუხაროდ სულ "რიჟაა".
სერგო
15 ივლისი 2021 12:46
3
მესამე ჰვანია ის ერდადერთი რომელიც ხვიჩაზე პასს აკეთეებდა ყოველთვის როცა გახნილი იყო...იგნატიევშიც 5 მილიონი გადაიხადეს და რო შეხედეს ხეაო მოიყვანეს დესპოტოვიჩი ასე რომ ფასი და გუნდს შეეწყობა თუ არა ეგ ლატარეაა
L.J.
15 ივლისი 2021 12:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული