კიტეიშვილმა ხელშეკრულება გაახანგრძლივა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გრაცის "შტურმთან" ხელშეკრულება 2024 წლამდე გაახანგრძლივა - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.


Sportall.Ge

ნახევარმცველი "შტურმში"  თბილისის "დინამოდან" 2018 წელს გადავიდა. ოთარმა ავსტრიის ჩემპიონატში 17 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

ბუნდესლიგის 2021-22 წლების სეზონი 23 აგვისტოს დაიწყება, სადაც "შტურმი" "ზალცბურგს" უმასპინძლებს. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი კიტეიშვილის გუნდის მეტოქის ვინაობა ჯერ არ დადგენილა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტა არ ბაქიბუქობდეთ რა.ეს ტრიპაჩობა რაღა სენი გჭირთ ხალხო.
ვაიმეეე
21:29 18-07-2021
0
ევროზე არაფერი გვესაქმებოდა-მაგრამ ყასაბმა მაკედონიელებმა ეს ბიჭი როგორ დაგვიმტვრიეს დამპლურად.
იმაზე ვოცნებობ მაკედონია დაგვაჭერინა ც დივიზიონის ფლეიოფში სადმე-კიტეთი,ხვიჩათი და ჩაკვეთი(ნუ კიდე ჟორჟი,კლიმენტიჩი და სხვებიც მოიხოდებიან მანამდე) და ცხვირში უნდა ამოვადინოთ(თან მაგათ იასონა დაუბერდათ უკვე)
Levani
02:47 17-07-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული