fussballtransfers: "გლადბახი" კვარაცხელიას ტრანსფერზე ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს

AutoSharing Option
fussballtransfers-ის ჟურნალისტი ფონ ნიკლას შაიფერი გერმანულ Sky-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "გლადბახი" ზაფხულში ორი გარემარბის შეძენას ცდილობს: 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიასა და 23 წლის რომაინ ფავრის, რომელიც საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი იყო:

"გლადბახში ამჟამად სატრანსფერო "საცობია", მაგრამ ეს მომზადებისთვის ხელს არ უშლის. ორ პოტენციურ ახალწვეულს უკვე დაუკავშირდნენ. მაქს ებერლის სატრანსფერო ბაზარზე გასასვლელად სახსრები არ გააჩნია. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯერ ვერც ერთი თავისი ვარსკვლავის გაყიდვა ვერ მოახერხა. ასე რომ, მოცემულ მომენტში ქვემო რეინში ახალი ფეხბურთელების გადასაბირებლად ფული არ ჰყოფნის.

ის მოლაპარაკებას უკვე
აწარმოებს, რათა სწრაფად მოახდინოს დიდი ბაზრის დინამიკაზე რეაგირება - გარემარბები ხვიჩა კვარაცხელია და რომაინ ფავრი.

Sky-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "გლადბახი" უკვე ინტენსიურად აწარმოებს მათ ტრანსფერზე მოლაპარაკებას. ქართველი კვარაცხელია, მიუხედავად ასაკისა, "რუბინის" ერთ-ერთი ლიდერია (სეზონის 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა). მისი გამოყენება ორივე ფლანგზე შეიძლება, თუმცა მარცხნივ თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს. მას ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მეორე კანდიდატი ფავრი ამა წლის დასაწყისში უკვე მოექცა ლიგაში "გლადბახის" მეტოქეების - "ბაიერისა" და "დორტმუნდის" ინტერესის სფეროში. ფრანგიც უპირატესად მარცხნივ თამაშობს და სეზონის პრეზენტაბელური სტატისტიკა გააჩნია (37 მატჩი, 6 გოლი, 5 საგოლე პასი). ხელშეკრულებით ბრეტონულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული".

მკითხველის კომენტარები / 12 /
არ ვიცი რამდენად რეალურია , მაგრამ ამ ეტაპზე იდიალური იქნებოდა.
Joko
09:14 20-07-2021
0
მე პირადად მივესალმები გლადბახის და ბუნდესლიგის ვარიანტს!!!წარმატებები კვარა
აბგდ
08:05 20-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული