Golden boy-2021-ზე კვარაცხელია პირველ ადგილს იკავებს

AutoSharing Option
Golden boy-2021-ის გამოსავლენად გულშემატკივართა ხმების მიცემა გრძელდება, ხვიჩა კვარაცხელია კი პირველ ადგილზე გადავიდა. ქართველ ფეხბურთელს 41 633 მონაწილიდან  მხარს 13 694 (32.9%) უჭერს.

"ბეშიქთაშის" თურქ კიპერ ერსინ დასტანოღლუს მხარდამჭერთა რაოდენობა 13 525-ს (32.5%) შეადგენს.

"ბარსელონას" ნახევარმცველი პედრი ლიდერებს უკვე საკმაოდ ჩამორჩა (17.5%, 7292 ხმა).

შეგახსენებთ, იტალიური Tuttosport-ის მიერ ორგანიზებული ჯილდოს მფლობელის გამოვლენის ბოლო ეტაპზე საქმეში ავტორიტეტული სპორტული გამოცემების ჟურნალისტებიც ჩაერთვებიან.

კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ


altGolden boy-2021 - კვარაცხელია 1-ელ ადგილს უახლოვდება


მკითხველის კომენტარები / 19 /
ჟურნალისტები ჩაერევიან და ყველაფერი დადგება თავის ადგილზე. გაიმარჯვებს ევროპანათამაშები პედრი. ნეტა რად გვინდა ასე ძალად აღებული პირველობა, თანაც რამე ფასი მაინც ქონდეს, მეათეხარისხოვანი გამოკითხვაა...
ლევანი
20 ივლისი 2021 10:54
22
ქართველებს და თურქებს ერთნაირი მენტალიტეტი აქვთ. არ იციან, დრო რაზე დახარჯონ და ამ ყოვლად უაზრო კონკურსში ხმის მიცემაზე ფიქრობენ.
რადგან თურქები მეტნი არიან მოსახლეობით, ალბათ მათი კიპერი მაინც მოიგებს.
არადა სად პედრი და სად ხვიჩა და ეს თურქი მეკარე...
kavkaz
20 ივლისი 2021 10:51
18
უფრო ნაკლებია უკვე განსხვავება
მახო
20 ივლისი 2021 10:50
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული