"კიევის "დინამოდან" სხვა 11 ფეხბურთელთან ერთად "ჩერნომორეცში" იჯარით გადასული 20 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი ორი კვირა იუქმებს, - იტყობინება ua-football-ი.
გამოცემის მტკიცებით, წიტაიშვილმა კუნთის ტრავმა ოდესურ გუნდში მიიღო და მკურნალობის კურსს გადის.
შეგახსენებთ, გასული სეზონი მან "ვორსკლაში" დაიწყო, მაგრამ ტრავმა მიიღო და თამაში ვერ შეძლო.