ოქრიაშვილი თავს ძალიან კარგად გრძნობს და უახლოეს შეხვედრებში ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 29 წლის შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი თავის ახალ კლუბ "აპოელს" ბულგარულ შეკრებაზე შეუერთდა.

როგორც კვიპროსული პრესა წერს, ქართველი ფეხბურთელი თავს ძალიან კარგად გრძნობს, მისი გუნდთან შეთამაშების საკითხი კი 1-2 ვარჯიშის შემდეგ უნდა მოგვარდეს.

monoapoel-ის თანახმად, ოქრიაშვილი აუცილებლად მიიღებს შეკრებაზე დაგეგმილ ორ ამხანაგურ მატჩში - ცსკა-სთან და "ალ ნასრისთან" მონაწილეობას (27 და 29 ივლისს).

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე, ტრავმის გამო გუნდთან ერთად არაა მურთაზ დაუშვილი, გიორგი ქვილითაიამ კი ამხანაგურ შეხვედრაში სადებიუტო გოლის გატანაც მოახერხა.

კვიპროსის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონი 21 აგვისტოს
დაიწყება. "აპოელი" პირველ მატჩს სტუმრად, "პაფოსის" წინააღმდეგ გამართავს.

altკვიპროსული გამოცემა ოქრიაშვილის არყოფნის მიზეზებით დაინტერესდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული