რუსული პრესა: კვარაცხელია კარიერას "მილანში" განაგრძობს

AutoSharing Option
Metaratings.ru-ს ინფორმაციით, ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას "მილანში" განაგრძობს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა ხელშეკრულება უკვე შეათანხმეს და ხვიჩას რეკომენდაცია კახა კალაძემ გაუწია.

როგორც იცით, "მილანის" მხრიდან კვარაცხელიას მიმართ ინტერესზე დიდი ხანია იწერება. ვნახოთ, რამდენად მართალი აღმოჩნდება ეს ინფორმაცია.

აქვე გეტყვით, რომ ამ წუთებში "რუბინი" რუსეთის პრემიერ ლიგის პირველ ტურში "სპარტაკს" ეთამაშება და კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაშია.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ვახ ჩემი ოღონდ ეს ახდეს და რაღა მომკლავს
გულშემატკივარი
21:38 24-07-2021
4
აბა ატეხეთ ეხლა გარჩევა ამ მორიგ ზღაპარზე.
ლაშა
21:35 24-07-2021
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული