ეფექტური შესრულებით - ყაზაიშვილმა ზედიზედ მე-4 მატჩში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა - ამჯერად კი "ულსან ჰიუნდაის" შემტევმა თავი კორეის ჩემპიონატში გამოიჩინა.

"კეი ლიგის" მე-20 ტურის შეხვედრაში "ულსანი" საკუთარ მოედანზე "სუვონს" შეხვდა და რაც უნდა გასაკვირი იყო, სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფ გუნდთან 2:5 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში კი სწორედ ქართველმა გახსნა - ვაკომ ბურთი საჯარიმოში მიიღო, მეკარე მოატყუა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

ყაზაიშვილს "კეი ლიგაში" 3 გოლი აქვს გატანილი და ამდენივე საგოლე გადაცემაც გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ეზგჯან ალიოსკისთან და ბებერ პანდევთან ჩასვრილი სასტავი არ მინდა ნაკრებში მეტად.. ეს,ოქრი,გვილია,კაჭარავა,ქვილითაია და ამათი ფართხალი არ არის უკვე საჭირო.
Levani
17:57 25-07-2021
4
ვაკო გამოცდილება და კლასი ნაკრებს ჰაერივით ჭირდება . იმედია მალე გაიხსნება გზები და მოახერხებს ჩამოსვლას.
ლშა
15:44 25-07-2021
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული