sempremilan: ხვიჩა "მილანში" მისტიფიკაციაა - მისით "ტოტენჰემია" დაინტერესებული

AutoSharing Option
sempremilan-ი Sky Italia-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "მილანი" "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებულია, თუმცა მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, ხოლო ჟურნალისტმა კარლო პელაგატიმ ამას მისტიფიკაცია უწოდა, ვინაიდან მარცხენა ფლანგზე სტეფანო პიოლის განკარგულებაში რამდენიმე ფეხბურთელია და ამას გარდა, ხვიჩა არაა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, რაც თავისთავად პრობლემაა.

მთავარი პრობლემა კი ტრანსფერში ყაზანური კლუბის მიერ მოთხოვნილი 18 მილიონი ევროა.

გამოცემის ცნობით, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ 20 წლის მოთამაშით "ტოტენჰემიც" დაინტერესდა. ამ ინფორმაციას milannews-ი და ბრიტანული teamtalk-იც ადასტურებენ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მოეშვით ამ ჭორაობას იმას უნდა ამას უნდა. ვისაც უნდა წაიყვანს
vaso
17:22 27-07-2021
0
აიაქსი ყიდულობს
ლევანი
16:17 27-07-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული