sempremilan-ი Sky Italia-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "მილანი" "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებულია, თუმცა მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, ხოლო ჟურნალისტმა კარლო პელაგატიმ ამას მისტიფიკაცია უწოდა, ვინაიდან მარცხენა ფლანგზე სტეფანო პიოლის განკარგულებაში რამდენიმე ფეხბურთელია და ამას გარდა, ხვიჩა არაა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, რაც თავისთავად პრობლემაა.
მთავარი პრობლემა კი ტრანსფერში ყაზანური კლუბის მიერ მოთხოვნილი 18 მილიონი ევროა.
გამოცემის ცნობით, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ 20 წლის მოთამაშით "ტოტენჰემიც" დაინტერესდა. ამ ინფორმაციას milannews-ი და ბრიტანული teamtalk-იც ადასტურებენ.
სამშაბათი ჩელსი.
ოთხშაბათი იუვენტუსი.
ხუთშაბათი ლიდსი.
პარასკევი დორტმუნდი.
შაბათი ატალანტა.
იქნებ ეს ბიჭი კვირას მაინც დავასვენოთ ჰააა?
. მოკლედ, კვირას ხვიჩას დასვენება, მარა ჩვენ ნუ დავისვენებთ, ჩვენ ჩვენი ვარიანტები შევთავაზოთ. მე მაგალითად ატალანტას მომხრე ვარ, იმიტომ რომ სულ ძირითადში ეყოლებათ. აბა რეალი და სკამის ხეხვა? ცოდონი ვართ ტოო...