"მთელი ყურადღება ოქრიაშვილზეა" - ქართველები ერთმანეთის პირისპირ

AutoSharing Option
დღეს, 27 ივლისს, კვიპროსული "აპოელი" ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარულ "პირინს" დაუპირისპირდება, ორი დღის შემდეგ კი - საუდის არაბეთის "ალ ნასრის". გიორგი ქვილითაიასგან განსხვავებით, კვიპროსელთა სხვა ქართველი ლეგიონერები ახალ კლუბში ჯერ არ გამოჩენილან. იქაური balla სწორედ ამის შესახებ წერს:

"ახლა მთელი ყურადღება თორნიკე ოქრიაშვილზეა გადატანილი. 29 წლის ქართველმა შემტევმა მოახლოებულ ორ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

რაც შეეხება მურთაზ დაუშვილს - ის გუნდს 2 აგვისტოდან შეუერთდება, მას შემდეგ, რაც სავალდებულო კარანტინს გაივლის.
რა თქმა უნდა, ქართველ ნახევარმცველზე ტრავმა უარყოფითად იმოქმედებდა, მაგრამ ბუბას
შეუძლია გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდეს."

მოგეხსენებათ, "პირინში" ფორვარდი გურამ გოშთელიანი გამოდის. ასე რომ, ქართველ ფეხბურთელებს ერთმანეთთან დაპირისპირება მოუწევთ.

"აპოელმა" ბულგარეთში, მოსამზადებელ შეკრებაზე, უკვე სამი ამხანაგური შეხვედრა გამართა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა - გიორგი ქვილითაიამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

კვიპროსის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონი სტარტს 21 აგვისტოს აიღებს.

altოქრიაშვილი თავს ძალიან კარგად გრძნობს და უახლოეს შეხვედრებში ითამაშებს

alt"აპოელმა" ქვილითაიას სადებიუტო გოლით გაიმარჯვა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული