"აპოელმა" ქვილითაიას სადებიუტო გოლით გაიმარჯვა

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა კვიპროსის "აპოელმა" სეზონისწინა მოსამზადებელი პირველი შეხვედრა გამართა და უმაღლეს დივიზიონში  ახლად აღზევებული "პაეკი" გიორგი ქვილითაიას თერთმეტმეტრიანის წყალობით, 1:0 დაამარცხა.

სადებიუტო მატჩში ქვილითაია მეორე ტაიმიდან ჩაერთო, თერთმეტმეტრიანი კი 72-ე წუთზე ზუსტად შეასრულა. თორნიკე ოქრიაშვილსა და მურთაზ დაუშვილს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

"აპოელი" მოსამზადებელ ეტაპს ბულგარეთში გაივლის, კვიპროსის ჩემპიონატი კი სტარტს 21 აგვისტოს აიღებს.

altქვილითაიას კონკურენტს ასხვისებენ - მან გასულ სეზონში გოლი ვერ გაიტანა

alt"ვიცი, ვერ გამიგებთ, მაგრამ..." - ქვილითაიამ ახსნა, რატომ გადავიდა "ანორთოსისიდან" "აპოელში"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული