La Gazzetta dello Sport: კუარასკელია "მილანში" ჩალჰანოღლუს წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს იდეალურად შეავსებს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტმა" ხვიჩა კვარაცხელიაზე წერილი გამოაქვეყნა და "ატალანტას" 33 წლის სლოვენიელ შემტევ იოსიპ ილიჩიჩს შეადარა. სხვა რომ არაფერი, ესოდენ პოპულარული გამოცემის მიერ ხვიჩას ასეთი დახასიათება მართლაც სასიამოვნოა:

კვარაცხელიას დრიბლინგი და ილიჩიჩის გამოცდილება - რასაც შეუძლია "მილანს" სამსახური გაუწიოს.

20 წლის "რუბინის" ექსცენტრიკული ტალანტი და "ატალანტას" ვეტერანი: ორი "გენიოსის" მსგავსება და განსხვავება

"საერთო: შთაგონება, ხარისხი  და სახელი. ეს ორი გენიოსია, თუმცა მათ შორის ასაკში სხვაობა 13 წელია. სლოვენიელზე ყველაფერი ცნობილია: ძალიან ცოტას ლაპარაკობს და ინტერვიუების მიცემა არ უყვარს. თუ ვეტერანად
მოიხსენიებთ, სამი დღის განმავლობაში ირიბად გიყურებთ. სჯობს "პროფესორი" ან "გენიოსი" უწოდოთ. იმავე თიკუნით შეგიძლიათ კვარაცხელია მოიხსენიოთ, რომელიც კალაძის მსგავსად ქართველია. მისით დაინტერესებულ კლუბებს შორის "მილანიცაა", რომელიც აგრეთვე ბრანდტს, ვლასიჩსა და ზიეჩს აკვირდება.

ჯერ გვარი: კვარაცხელია გამოითქმის "კუარასკელია", ტ-ს გარეშე. საინტერესო ტალანტია: მემარჯვენე მარცხნივ თამაშობს, შესანიშნავია 4-3-3 და 4-2-3-1 ტაქტიკისას, მისი სავიზიტო ბარათი საოცარი დრიბლინგია, რომლითაც შეუძლია ისე გაგცდეთ, რომ ვერც შეამჩნიოთ. "მილანი" ჩალჰანოღლუსათვის ბრძოლაში დამარცხდა, რომელიც შექმნილი მომენტების (98) მიხედვით ევროპაში ყველაზე კრეატიულია და ქართველს გუნდში შექმნილი ამ ვაკუუმის შევსება ძალუძს: კვარაცხელია საშუალოდ მატჩისას 3.4 დრიბლინგს ახორციელებს, მინიმუმ რამდენიმე გადამწყვეტ პასთან და დარტყმასთან ერთად. თამაშისას ხშირად რისკავს.

"როსონერიში" გადასვლის შემთხვევაში, მარცხენა ფრთაზე თავის ბუნებრივ როლს შეასრულებს. 2021 წლის მარტში ესპანეთი 15-მეტრიანი გარღვევის შედეგად ცაციათი დასაჯა. აქვს კლასი, პოტენციალი, სიმამაცე. რაც ყველაზე მეტად დამაინტრიგებელია: თქვენ იცით ფელიპე ანდერსონი, რომლის ანგარიშზე 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის აპრილამდე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა იყო? ერთმანეთის ისტორიის ძალიან მსგავსი სხვადასხვა მოთამაშეა. სერია A-ში საშუალო ასაკით ყველაზე ახალგაზრდულ "მილანს" ქართველი იდეალურად მოერგებოდა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
აი ამდენი უაზრო ვაი-ვიშის და ილუზიების შედეგია რუსეთის პროვინციაში ჩარჩენა, გაგრძელდება და მისკოვის კლუბები სანატრელი გაუხდება, რასაც ელოდება ჯუღელი.
ლაშა
28 ივლისი 2021 17:22
3
ჭირვეული ხალხი წერს კომენტარებს. მე ვინ მეკითხება, თორემ ეს კომენტარები საერთოდ ასაკრძალია.
ალეკო
28 ივლისი 2021 17:14
1
რით ვერ მიხვდით კუარასკელია რატომ წერია, თუ ტექსტი არ წაიკითხეთ? მე პირადად მაინტერესებს ამ ბიჭზე ახალი ამბები და თქვენ თუ არ გინდათ, ნუ წაიკითხავთ. იმ რედაქციის საქმეა, რასაც დაწერს, თქვენ ვინ გეკითხებათ.
ვახტანგი
28 ივლისი 2021 17:10
4
სად რა დაწერა ვინ რა თქვა , იქ ქომაგები მოითხოვენ ყიდვას და ასე შემდეგ . იქნებ ცოტა ხნით თავი შეეიკავოთ ,დაიხურება სატრანსფერო ფანჯარა და დავინახავთ გადავა სხვა კლუბში თუ დარჩება რუბინში. თუ სხვა სიახლე არ არის და გამოსაქვეყნებელი თემები არ გყოფნით განიხილეთ რაიმე ისტორიული შეხვედრები საკლუბო ან ეროვნულ დონეზე . უფრო მეტი ინფორმაცია მოიძიეთ ეროვნულ ჩემპიონატზე ქმ მოთამაშე ფეხბურთელებზე.
sssssssss
28 ივლისი 2021 11:32
3
საცოდავი იტალიელები არა? თქვენთვის არც ოლიმპიადა არსებობს. მთავარია "კვიჩას" სწორედ სწერთ)
გია
28 ივლისი 2021 11:27
2
La Gazzetta dello Sport: კუარასკელია )))))))
კუარასკელია?
28 ივლისი 2021 11:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული