ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" სტუმრად 2:3 დამარცხდა "იანგ ბოიზთან" და გათამაშებას გამოეთიშა, თუმცა ევროტურნირებზე ასპარეზობას განაგრძობს.
ბრატისლავაში ამ გუნდების მატჩი 0:0 დასრულდა, ბერნში კი, "ვანკდორფზე", სადაც შეხვედრას 15 ათასი მაყურებელი დაესწრო, ნამდვილი ბრძოლა გაიმართა.
ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს. უკვე მე-10 წუთზე მასპინძლები პენალტით დაწინაურდნენ. 21-ე წუთზე სტუმართა თავდამსხმელ რაფაელ რატაოს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მისი შესრულებული თერთმეტმეტრიანი მეკარემ მოიგერია. 24-ე წუთზე "იანგ ბოიზმა" "სლოვანს" მეორე გოლი გაუტანა. 48-ე წუთზე კაშიამ კონგოელი თავდამსხმელი
ელია საჯარიმოს წინ წააქცია და სტანდარტი აიბიშერმა გამოიყენა - 3:0. სლოვაკური გუნდი არ დანებდა, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, 86-ე წუთზე კი კანკავას შეეძლო თამაში დამატებით დროში გადაეყვანა, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა.
"სლოვანის" საიტი აღნიშნავს, რომ მათმა გუნდმა გმირულად იბრძოლა და ევროტურნირებზე ასპარეზობას ევროპა ლიგაზე განაგრძობს - მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გიბრალტარის "ლინკოლნ რედ იმპს"-ს დაუპირისპირდება (კლუჟთან დამარცხდა) და გამარჯვების კარგი შანსი აქვს. ეს მატჩები 5 და 12 აგვისტოს ჩატარდება.
"მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა"- ხარიხა სხვა რამეს ნიშნავს, სპორტული ინვენტარია და არა კარის ძელი