ლობჯანიძის თანაგუნდელი: "მთელ რეგიონს დღესასწაული მოვუწყვეთ!"

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ელგუჯა ლობჯანიძის "ტობოლმა" სპლიტის "ჰაიდუკს" დიდი ანგარიშით (4:1) სძლია და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. მატჩის შემდეგ ყაზახთა უზბეკმა ფორვარდმა იგორ სერგეევმა, რომელმაც ხორვატებთან დუბლი შეასრულა, კლუბის ოფიციალურ გვერდთან კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ მთელ რეგიონს დღესასწაული მოვუწყვეთ! არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ გრძნობას აღწერს. ბოლომდე ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ, წინ კი უფრო რთული მეტოქე გველის - კონფერენს ლიგაზე მაქსიმალურად შორს უნდა გავიდეთ!"

Sportall.Ge

ქართველი თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე შეხვედრაში სწორედ სერგეევის ნაცვლად, 79-ე წუთზე ჩაერთო. ყაზახებმა გადამწყვეტი გოლი დამატებითი დროის
118-ე წუთზე გაიტანეს.

რაც შეეხება "ტობოლის" მომავალ მეტოქეს, ის სლოვაკური "ჟილინა" იქნება, რომელმაც ჯერ გორის "დილა" გამოთიშა ასპარეზობას, შემდეგ კი გიორგი პაპუნაშვილისა და რევაზ ინჯგიას კვიპროსული "აპოლონი".

შეგახსენებთ, ქართული კლუბებიდან კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას მხოლოდ ბათუმის "დინამო" განაგრძობს, რომელიც ტურნირის მესამე ეტაპზე თურქეთის "სივასპორს" 5 და 12 აგვისტოს დაუპირისპირდება, პირველი მატჩი კი ბათუმში გაიმართება.

altბათუმის "დინამოს" ბრწყინვალე ქამბექი! [VIDEO]

altთბილისის "დინამომ" ისევ შეგვარცხვინა [VIDEO]

altკონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული