მიქაუტაძე "მეცის" "ცხრიანია", როგორც... ნახევარმცველი

AutoSharing Option
ფრანგულმა "მეცმა" 2021-22 წლების სეზონის მოსამზადებელი შეკრება დაასრულა. გიორგი მიქაუტაძის გუნდმა 6 ამხანაგური მატჩი გამართა და მხოლოდ ერთში (გერმანულ "გლადბახთან") დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ამ შეხვედრებში ერთი გოლი გაიტანა("ნანსი"-ის წინააღმდეგ) და ამდენივე საგოლე გადაცემა (UNFP-თან. ზოგიერთმა წყარომ შეცდომით გოლი მიუთითა) შეასრულა.

ფრედერიკ ანტონეტმა საფრანგეთის ჩემპიონატისთვის განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ფეხბურთელი 9 ნომრითაა შეყვანილი, თუმცა, როგორც ნახევარმცველი. 

Sportall.Ge

ფრანგული კლუბის შემადგენლობაში 5 თავდამსხმელია, გასულ სეზონში, მათგან ყველაზე წარმატებული 22 წლის იბრაჰიმ ნიანი იყო, რომელმაც 6 გოლი გაიტანა.

"ლიგა 1" ერთ კვირაში დაიწყება.
პირველ ტურში, 8 აგვისტოს, "მეცი" მოქმედ ჩემპიონ "ლილს" უმასპინძლებს. მიქაუტაძის გუნდი აგვისტოში კიდევ სამ შეხვედრას გამართავს - "ნანტსა" და "კლერმონს" ესტუმრება, ხოლო "რეიმსს" სახლში მიიღებს.

altმიქაუტაძე და ჩაკვეტაძე ერთმანეთის წინააღმდეგ

altმიქაუტაძემ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მეორე ტაიმში ითამაშა

altდაიწყო, დაიწყო - მიქაუტაძემ "მეცში" სეზონის პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 4 /
არ გვაწყობს ამ ბიჭის განახევარმცველება, შტატიანი ფორვარდი გვჭირდება, ნახევარფაცვაში ნორმალურად ვართ.
sul2
02:44 02-08-2021
0
თუ ნახევარმცველების სიაშია,უკეთესიც კია ჩვენთვის.ესე იგი მრავალმხრივ ფეხბურთელად მოიაზრება და ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში.
სოსო
14:05 01-08-2021
0

სიახლეები პოპულარული