ჩაკვეტაძე ისევ განაცხადს მიღმაა...

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში დღეს, 1-ელ აგვისტოს, გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" "ბეერსხორტს" უმასპინძლებს. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს განაცხადში ისევ ვერ ვხედავთ...

გიორგიმ 26 ივნისს, ნიდერლანდურ "ფეიენოორდთან"(1:1) 90 წუთი ითამაშა, შემდეგ კი აღარ გამოჩენილა. როტერდამის "სპარტასა" და ფრანგული "ლილის" წინააღმდეგ ჩაკვეტაძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, ახლა კი მის გვარს ვერსად ვაწყდებით.

ჟიუპერლიგის პირველ ტურში "გენტმა" "სტ ტრუიდენთან" წააგო(1:2), კონფერენს ლიგაზე ბელგიური "ვოლერენგას" დამარცხების შემდეგ კი, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლატვიურ "რფს"-ს დაუპირისპირდება.

ჩაკვეტაძეს 2018-19 წლების სეზონის შემდეგ, ტრავმის გამო, ფაქტობრივად, ნორმალურად თამაშის
შესაძლებლობა არ მისცემია. ხსენებულ პერიოდში 21 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების რიგებში, "ერთა ლიგაზე" 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, ბელგიურ კლუბში კი 5 შედეგიანი დარტყმა და 4 ასისტი ჰქონდა.

altგიორგი ჩაკვეტაძე "ვოლერენგასთან" ვერ ითამაშებს

altმიქაუტაძე და ჩაკვეტაძე ერთმანეთის წინააღმდეგ

altგიორგი ჩაკვეტაძემ "გენტში" უკვე 1 საათი ითამაშა



მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველაფერი ტვინში და გულში წყდება, კუნთები უბრალოდ მათ დავალებებს ასრულებენ.ტრავმა ვის არ ჰქონია, სპორტსმენები ყოფილან, 10 კაციდან ბოლოზე გასულან,მაგრამ შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონები გამხდარან,რადგან ტვინში და გულში გადაწდა ეს ამბავი.გამორიცხულია რომ ვერ დაბრუნდეს,მოედანი,მწვრთნელი,ამინდი უბრალოდ გარემო ფაქტორებია,მთავარია ტვინი და გული, იმედია ამ ორი ორგანოს გავლით დაგვიბრუნდება გიორგი,სხვაგვარად მე პერსპექტივას იმისას რომ ჩაკვეტაძე ფეხბურთელი დადგეს მე ვერ ვხედავ.ის რაც მან ითამაშა იყო მისი ასაკის ბრალი,სილაღის რომლითაც ის თამაშობდა,რომლითაც მოიგეს ოლიმპიადა ბექაურმა და შავდათუაშვილმა,მაგრამ იმისათვის რომ შედგე ძლიერ სპორტსმენად საჭიროა სტაბილურობა და ეს სტაბილურობა ტვინის და გულის გარეშე ვერ მიიღწევა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგის.
საქართველო
02 აგვისტო 2021 08:10
0
ჩაკვეე, პატარა ბავშვი აღარ ხარ, გაუშვი შენი მენეჯერი და აიყვანე ისეთი რომელიც შენზე იფიქრებს და არა მხოლოდ საკუთარ თავზე. წამოდი გენტიდან, ხომ ხედავ რომ მანდ შენ ვერ ახერხებ საკუთარი პოტენციალის წარმოჩენას. ამჟამად გჭირდება შედარებით სუსტი ლიგა თუმცა მუდმივი თამაში, რადგან სათამაშო ფორმაში ყოფნა შენ თვითონ იცი სულ სხვა რამეა. ერთი წელი დაგჭირდება რომ ძველი უნარები აღიდგინო, თუნდაც ორი სეზონი დაგჭირდეს არაუშავს, შემდეგ უკვე კარგი გუნდი აგიყვანს, ამ ორ წელიწადში იმასაც შეძლებ, რომ დარბაზში წონებით ივარჯიშო, ფიზიკურად აუცილებლად უნდა მოღონიერდე და სათამაშო ინტელექტი უფალმა მოგცა. ამიტომ დაფიქრდი შენ კარიერაზე და ამავე დროს შენს ქვეყანაზე, რომელსაც შენი ნიჭის გამოვლენა ჰაერივით ჭირდება. არაუშავს თუ ორი წელი ძალიან მაღალი ხელფასი არ გექნება, შემდეგ შეძლებ უკვე კარგ ანაზღაურებაზე თამაშს, ფული თავისით მოვა. ძალიან გთხოვ სტრატეგიულად იაზროვნე და ნუ დაემსგავსები ძალიან ბევრ ქართველ ფეხბურთელს რომლებმაც დღევანდელი კვერცხი არჩიეს და საბოლოოდ დაიკარგნენ და 30 წლამდე ასაკში უკვე დაანებეს თამაშს თავი. იყავი ჭკვიანი და წარმატებები.
ქართველი
01 აგვისტო 2021 22:37
0
ერთადერთს დავამატებ, თუ ტრავმა თუნდაც თითქმის მორჩა, თუ სულ არა... მაშინ მართლა ჯობია სხვაგან წასვლა... ეს ტრავმაც რა არის ამისთანა მოურჩენელი, ხალხმა რონალდოს ტრავმა მოარჩინეს...
რა მაფიაა?
02 აგვისტო 2021 22:25
0
ბელგია ეს არის ქართველი ტალანტების სასაკლაო! ჩვენს ჟურნალისტებს იმის საშუალებაც კი არ აქვთ დაურეკონ ფეხბურთელს ბელგიაში და პირადად კითხონ მდგომარეობის შესახებ. ამიტომ იძულებული ვხდებით ვისმინოთ ბელგიური პრესის აბდაუბდა ან გენტის კარტზე მომკითხავე მწვრთნელების და გუნდის ექიმების ვარსკვლავებზე ნამკითხავები დიაგნოზები. ეხლაც გამოდით და აკრიტიკეთ რუსეთის ლიგა და იქ მოთამაშე ქართველები და აქეთ ევროპა. ვისი იმედი გვაქვს დღეს? ერთადერთი ევროპაში მოთამაშე კიტეიშვილის და ევროპაში გაზრდილი და ევროპისთვის მოპარული მიქაუტაძის. დანარჩენი ვისიც გვეიმედება ყველა რუსეთის ლიგაშია გამოწრთობილი ან ბათუმის დინამოში ხვეწავს კლასს. გაუშვით ეს პოსტი და ნუ ბლოკავთ აზრიან პოსტებს!
იაგო
01 აგვისტო 2021 21:23
0
მაგარი ტურისტია
tula
01 აგვისტო 2021 21:13
1
სამწუხარო რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს, სხვა საქმეს მოკიდოს ხელი, ამ მაზოხისტობით საერთოდ ინვალიდი არ დარჩეს, კიდევ ერთი პროდუქტი ქართველი მჩეხავი ბავშვთა მწვრთნელების.
როკო
01 აგვისტო 2021 19:36
11
ეს ბიჭი მიეჩვია მასეთ მდგომარეობას,მის თავზე უნდა იფიქროს,თავისი გუნდი აკონსერვებს მას,წლები გადის,მერე გაუშვებენ გუნდიდან და არავის ედომება
Terr
01 აგვისტო 2021 19:31
0
ეჰჰჰ პატრონიც კი არ ყავს ვინმე სიმართლე თქვას... აი რა გახდა აგვიხსენით რა, როგორ შეიძლება მუდმივი ტავმა ჰქონდეს? მე არ მჯერა ამ ბიწის დაბრუნების და მიწერეთ ახლა დისლაიქები... ამის ასაკის ხალხი უკვე ტოპ 5 ის გუნდების ძირითადში დაფრინავენ და ეს ტრავმითაა მესამე წელია.. თან პერსპექტივაც არუჩანს დაბრუნების და მერე ფორმის აღდგენა ხომ სიზმარია.. სამწუხაროა და ძალიან მწყინს
ეჰჰჰჰ
01 აგვისტო 2021 16:30
4
გიო არ დანებდე! მიდი ჯიგრულად.
რატი
01 აგვისტო 2021 16:16
1
არ წყალობს ტრამვის მერე ეს მწვრთნელი და ასე თუ გაგრძელდა უკეთესია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს კლუბი და იქ გადავიდეს სადაც ათამაშებენ.
ზურა
01 აგვისტო 2021 14:32
0
დინამო ბათუმმა გადმოიყვანოს ათამაშდება ეგრევე
ბალეშიკ
01 აგვისტო 2021 13:02
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული