bursaspordabugun.com-ი იუწყება, რომ თურქეთის პირველი ლიგის კლუბი "ბურსასპორი" ლევან შენგელიასთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.
როგორც იცით, ჩვენებური ახლა თავისუფალი აგენტია. ადრე იწერებოდა, რომ ის კარიერას საბერძნეთის ან პორტუგალიის ჩემპიონატში განაგრძობდა, რაც, როგორც ჩანს, არ დადასტურდა.
"ბურსასპორი" კი ნაცნობი თურქული კლუბია, რომელსაც ბოლო დროს აშკარად რეგრესი აქვს და პირველ ლიგაშია დაქვეითებული, თუმცა უმაღლესთა შორის აპირებს დაბრუნებას.