არც ნინუა, არც გორდეზიანი - "პაოკი" კონფერენს ლიგაზე იწყებს

AutoSharing Option
დღეს, 3 აგვისტოს, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნული "პაოკი" ჩაერთვება, რომელიც ირლანდიურ "ბოჰემიანსს" ესტუმრება. სამწუხაროდ, სტუმართა განაცხადში ისევ ვერ ვხედავთ ნიკა ნინუას და არც ქართული ფესვების მქონე ვასილიოს გორდეზიანი ჩანს.

22 წლის ნინუამ ბოლოს ნიდერლანდურ პსვ-სთან ამხანაგურ მატჩში მეორე 45 წუთი ითამაშა, ამის შემდეგ კი თავის გამოჩენის შესაძლებლობა აღარ მისცემია. ნახევარმცველმა საბერძნეთის ჩემპიონატის გასული სეზონში  მხოლოდ 9 შეხვედრაში იასპარეზა და 1 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა. ამავდროულად,  საბერძნეთის თასზე ნიკას მშვენიერი გოლიც გვახსოვს.

რაც შეეხება 19 წლის გორდეზიანს - ევროთასებზე მასზე
დაყრდნობა ამ ეტაპზე, ნაკლებად რეალურია, თუმცა მას საკმარისი მონაცემები აქვს, რათა უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

თუკი "პაოკი" ირლანდიურ ბარიერს დაძლევს, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში  შოტლანდიურ "ჰიბერნინანსა" და ხორვატიულ "რიეკას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. რაც შეეხება საბერძნეთის სუპერლიგას, ის სტარტს 21 აგვისტოს აიღებს.

altნინუას გოლი ბერძნულ ლიგაში ერთერთ საუკეთესოდ აღიარეს [VIDEO]

altითამაშებს თუ არა ნიკა ნინუა?! - ბერძნული მედია მსჯელობს...

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჟურნალისტებს არ გიფიქრიათ, რომ პირდაპირ დაეკონტაქტოთ და კითხოთ ამ კაცს რას აპირებს
giggs
13:05 03-08-2021
0
ნინუა,ნინუა...აშკარად არ იყო ეს ბიჭი მზად არც პაოკ-ისთვის და არც ბეშიქთაშისთვის.მაგრამ დინამომ თხასავით გაყიდა.ეს ნინუა როგორ გამოადგებოდა წლევანდელ დინამოს.ახლა კი უკვე 22 წლისაა და როგორც ჩანს კარიერა გაიფუჭა ამ პაოკ-ით.არც გაგნიძეა მზად მოსკოვის დინამოსთვის და იმიტომაც გაანათხოვრეს სადღაც ურალში.არც დავითაშვილი იყო მზად უცხოეთისთვის და დამოგზაურობს რუსეთის აუტსაიდერებში.მეტიციან რატომ არიან ასეთ დღეში.თვითონაც სუსტდებიან ასეთი ქმედებებით და ფეხბურთელბსაც უფუჭებენ კარიერას,200-300 ათასი ევროსთვის.როცა შეიძლება ორ სამ წელიწადში შეიძლება ეს 300 ათასი მილიონი და 2 მილონი გახდეს სწორი მუშაობით.მაგრამ ვის ანაღვლებს ეს.დღევანდელი კვერცხი არ სჯობს?და აუტსაიდერობა ევროპის მასშტაბით?ვის ხელშია საერთოდ ქართული ფეხბურთო ხვდებით???
basti
12:38 03-08-2021
2

სიახლეები პოპულარული