კვარაცხელია ტოპ-კლუბისთვის მზად არ არის და "რუბინში" დარჩენა ურჩევნია" - აგენტი მიზეზს განმარტავს

AutoSharing Option
რუსეთში მოღვაწე საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ "სპორტ-ექსპრესთან" ვიდეოინტერვიუში "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზეც ისაუბრა:

"ვინმე თუ "რუბინს" მაკაროვში 10 მილიონს გადაუხდის და ფულით ამოავსებს, რუსტემ საიმანოვი ვერ გაუძლებს. ასე მგონია, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, წავა თუ არა ხვიჩა. თუ ხვიჩა წავა, მაკაროვს არავინ არ გაუშვებს. მე კვარაცხელიას ადგილზე არ ვიჩქარებდი. ერთ წელიწადში სლუცკისთან გლობალურად უფრო ძლიერი გახდა, ძალიან მოუმატა ფიზიკურად, ფეხბურთის გაგებითაც. "რუბინს" ამბიციური ამოცანა გააჩნია, გაიზარდოს როგორც გუნდი. დავუშვათ, ოთხეულზე მაღალ პოზიციას ვერ დაიკავებენ, თუმცა სამეულში შესვლა შეუძლიათ. სლუცკისთან
მუშაობით
ერთ წელიწადში არ გაიაფდება. მისი შეძენის უფლებას თავს მხოლოდ ტოპ-კლუბი მისცემს. ნებისმიერ გუნდში არ გადავა. პირობითად ყველა "ტოტენჰემზე" საუბრობს. მაგალითად, მივიდა იქ. თუ სონი დარჩა, სკამზე მოუწევს დაჯდომა.

ხვიჩა მრავალმხრივი ფეხბურთელი არ არის, ცენტრში თამაში არ შეუძლია - მხოლოდ ფლანგებზე. იქ პორტუგალიელი მწვრთნელია, რომელიც ფეხბურთელებისგან ძალიან მრავალფეროვნებას ითხოვს. ნუნუმ "ვულვერჰემპტონში" აჩვენა, რომ ყველა ფეხბურთელმა 2-3 პოზიციაზე უნდა ითამაშოს. სკამზე ჯდომით კი ქართველი უმალ გაუფასურდება.

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ წასვლა უნდა. სლუცკის მასზე უზარმაზარი, გიგანტური გავლენა აქვს და კიდევ ერთი წლით შეუძლია დაიტოვოს. აგენტის ბრძანება და მსგავსი გამონათქვამები - ეს ლეგენდებია. ეს ასე არ მუშაობს. ხვიჩას მამა კარგი ფეხბურთელი იყო, ყველაფერში ერკვევა და თუ აუხსნიან, რომ მისი შვილის დარჩენა საჭიროა, გაიგებს. დავუშვათ, ახლა 500 ათასს იღებს, ევროპაში კი 2 მილიონს მისცემენ. უჯობს სლუცკისთან სწავლისათვის ეს 1.5 მილიონი დაკარგოს. ეს ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში უფრო წაადგება.

არ მგონია, რომ "ლიდსში" წასვლა მოისურვოს. ის სატურნირო ცხრილზე რეაგირებს. "ტოტენჰემი" გასულ სეზონში პრემიერლიგაში მერვე ადგილზე გავიდა, მაგრამ რაც უნდა იყოს, სახელოვანი და ბრენდული გუნდია. ხვიჩა ტოპ-კლასის ფეხბურთელად თვლის თავს და იმის გათვალისწინებით, რომ სლუცკი ყოველ ჯერზე შეცდომებზე მიუთითებს, მისითაა დაკავებული, დროს უთმობს, ეს სასარგებლოა. სულ რომ აქო, წინსვლას შეაჩერებს. ეს ნებისმიერი კავკასიელი ფეხბურთელის საკითხია, მათ მუდმივად მოტივირება სჭირდებათ.

აი, შეიძინა ტოპ-კლუბმა 20 მილიონად, ის მზა ვარსკვლავად ჩავა, არავინ დაუწყებს რამის ახსნას, სად გაიქცეს და ა.შ. შედეგს მოსთხოვენ. ჩემი აზრით, ის სეზონში 40 მატჩში შედეგის დასადებად მზად არ არის. "სპარტაკთან" მატჩი ჩააგდო. ჩააგდო, აბა რა, ვერ ატყუებდა მცველს, რომელიც ტულიდან აიყვანეს. შემდეგ კარგი მატჩი ჰქონდა ტულაში".

მკითხველის კომენტარები / 19 /
ველოდებით ნალჩიკის სპარტაკში. როგორც ყველა სხვა ქართველის საბოლოო გაჩერება. ეგ იცის ნაადრევად მილანებში და ტოტენჰემებში გადაყვანამ. კომფორტის ზონის დარღვევა არავის უნდა გარანტირებულბი რუბინი ჯობია და ორ სამ წელიწადში როგორ ცუდ ფორაშიც არ უნდა იყოს ნალჩიკი მაინც წაიყვანს.
lasha
04 აგვისტო 2021 15:47
5
aseti sisulele jer ar wamikitxavs... top klubistvis arcerti axalgazrda araa mzad amati logikit... yvela klubshi gaswavlian raghac es raghaca aris taqtika. rasac rusetshi ver iswavli. tuar gadavide evropashi sul ase ityvian mzad araaoo. me ar vambob egreve sitishi an realshi unda gadavides magram sevilia viliareali aiaqsi da asetebi. ubralod daweret satransfero fasi anu gamosasyidi ra adevs xvichas. egre araa me 20 milioni minda da vso. xvicha 10 milionad rom daefasebinat ukve gayiduli iqneboda. magram rusetia rasac unda imas shvebian. egre kaladzec ar iyo mzad mag logikit milanistvis magram gaiyida...
aaa
04 აგვისტო 2021 12:29
0
თქვენ თვითონ ხაზს უსვამთ მეგრელობას და რა იყო საწყენი. თემურს არანაირი კავშირი არ აქვს ჯუღელთან, სხვა კატეგორიაში მოღვაწეობს, მილერს,ფედუნს, პრიადკინს ევასვასება, ტრებუკი ყავს პადდელნიკად, რაც თქვა ხვიჩაზე გასათვალისწინებელია, არა და ჯუღელის ხლართები რუსეთს ვერ სცდება. გურცკაიამ სხვა რა გითხრა, მაგრამ იტალიის ტრანსფერები ზუსტად იცის.
ზეზვა
04 აგვისტო 2021 10:36
1
არა ბრატ, ვისაც პარტნიორის მოტყუება პროფესიონალად ეჩვენება, ოღონდ საქმე გამოუვიდეს, თუნდაც ჯუღელი, ან ღრუბელი იყოს, ესეთი კაცს სამი წელი მჟავე კიტრის მეტი არაფერი არ უნდა აჭამო. არ იმსახურებს თუ?????
კ ო მ ბ ლ ე
04 აგვისტო 2021 04:08
1
სისულელეა
***
04 აგვისტო 2021 02:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული