მამარდაშვილი "მილანის" წინააღმდეგ და პირველი თასის შანსი

AutoSharing Option
დღეს, 4 აგვისტოს, "მესტალიაზე" ტარონიას (ნარინჯისფერი) თასისთვის ერთმანეთს "ვალენსია" და "მილანი" დაუპირისპირდებიან. ამხანაგურ მატჩებში კარგი შთაბეჭდილების შემდეგ გიორგი მამარდაშვილს ისევ ძირითად შემადგენლობაში ველით.

იტალიური გრანდის წინააღმდეგ წარმატებულად თამაში და თუნდაც, ამხანაგურ ტურნირზე გამარჯვება 20 წლის ქართველი კიპერის კიდევ უფრო თავდაჯერებისთვის ძალიან კარგი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, მამარდაშვილმა სამ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ორში მისმა გუნდმა კარი მშრალად შეინახა და კარგი პრესაც აქვს. გიორგიმ გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.

ლა ლიგა სტარტს 13 აგვისტოს აიღებს, ვალენსიური კლუბი კი მანამდე კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას
გამართავს.

"ვალენსიასა" და "მილანის" მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

alt„მამარდაშვილის მესამე ლიგაში გაშვება ბარბაროსობაა, თუმცა ფეხით თამაშის გაუმჯობესება მართებს“ - ესპანური პრესა ქართველი მეკარით აღფრთოვანებულია

altესპანური პრესა მამარდაშვილის კარგ თამაშს ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 15 /
ვალენსიას ფეისბუქ გვერდზე შედით ხოლმე მეგობრებო და სადაც კი გიორგის სურათი იქნება მსხვილი ხედით, დაალაიქეთ ყველამ. ევროპაში ფეხბურთელის ცნობადობას დიდი ყურადღება ექცევა მარკეტინგული კუთხით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ლაიქებით დავეხმარებით გიორგის, რომ სხვა გუნდში არ გაუშვან.
ქართველი888
14:56 04-08-2021
3
რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელი უნდა გვყვავდეს ტოპ ლიგებში,ეს ბიჭი უნიჭიერესი მეკარეა,თანაც 20წ წინ მთელი კარიერა აქვს,ვუსურვებ მხოლოდ წარმატებებს.
sake
14:02 04-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული