"მესტალიაზე" "ტარონიას" თასზე "ვალენსიამ" "მილანი" პენალტების სერიაში დაამარცხა.
ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც მასპინძლებმა 5:3 იმარჯვეს - "მილანმა" 4 თერთმეტმეტრიანიდან 3 გაიტანა (კრუნიჩმა ბურთი ძელს გაარტყა), ხოლო "ვალენსიამ" - ხუთივე.
მამარდაშვილმა შეუცვლელად და რაც მთავარია, დამაჯერებლად ითამაშა, კასტილეხოს, ბრაჰიმ დიასსა და თეო ერნანდესს არ დაანება გოლის გატანა. განსაკუთრებით აღსანიშნავი ის მომენტია, როდესაც მე-60 წუთზე დაახლოებით 11 მეტრიდან ბრაჰიმ დიასის მიერ დარტყმული ბურთი
მარჯვენა დაბალი კუთხიდან "გამოაძრო".
მამარდაშვილმა ოთხ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამში კარი მშრალად შეინახა.
"ვალენსია" 7 აგვისტოს, ბოლო სპარინგში, "ბრენტფორდს" დაუპირისპირდება, ხოლო 13 აგვისტოს ლა ლიგის პირველ ტურში - "ხეტაფეს" და იმედია, მწვრთნელი ხოსე ბორდალასი ჩვენებურს კვლავ გამოუცხადებს ნდობას. ის ამას აშკარად იმსახურებს.