"მილანთან" ტარონიას თასზე ჩატარებულ მატჩში eldesmarque-მ "ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია.
მამარდაშვილი - თერთმეტეულის ახალი გმირი. ბორდალასი ამას უნდა დაეთანხმოს
"ლა ლიგის დაწყებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი რჩება, რეალობა კი ისეთია, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან ერთი თვის შემდეგ "ვალენსიას" ფეხბურთელები გაჭირვებით გადაადგილდებოდნენ მოედანზე. მხოლოდ ომარ ალდერეტე ჩქარობდა. მიუხედავად დარხეული ხმებისა, ფეხბურთელების დამატების დიდი მოლოდინი არ არის. ამავე დროს, ბორდალასს სხვა არაფერი დარჩენია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ კადრებით ითამაშოს.
მან მოედანზე 11 ფეხბურთელი გაიყვანა, რომელთა შორის მთავარი სიახლე გიორგი მამარდაშვილი
იყო - მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და თავისი დამაჯერებელი თამაშით მთავარი გმირი გახდა".
რეალიდან ვიღაცამ უყურაო მის თამაშს, მგონი ბარსას კლუბის წარმომადგეენელიც ყოფილა, მოკლედ გვახარებს ეს ბიჭი, მალე მაგრად გაგვახარებს...
სასიამოვნოა როცა ძალიან კარგი ფეხბუერთელი იჩითება,, მაგრამ გაბუქებით დათვურ სამსახურს რომ უწევთ, ხომ ხვდებით?
მატჩის გმირი! ვარსკვლავებს წყვეტს! ათი მეტეორი მოხსნა, შვიდი პლანეტა და თორმეტი მზე! ყოჩაღ! ესეთი მეკარე მსოფლიოს კაი ხანია არ უნახავს, ესე ხომ?
დაწყნარდით და ისიამოვნეთ, საცინლად ნუ იხდით თავს, აცალეთ ბიჭებს თამაში... ფეხბურთი არის . . თა მა შიიი!!!!!!