"ხვიჩა ალმასია და ტრანსფერზე საბოლოოდ საუბარი 5 სექტემბერს იქნება შესაძლებელი" - ამბობს "რუბინის" დირექტორი

AutoSharing Option
"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ metaratings-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ალმასია და ასეთი ფეხბურთელების ტრანსფერებში ყოველთვის ძალიან ბევრი ფაქტორია.

- სანამ სატრანსფერო ფანჯარა დახურული არ არის, არ შეიძლება კლუბში ნებისმიერი ფეხბურთელის მდგომარეობაზე მსჯელობა. ხვიჩასთან დაკავშირებით, გულშემატკივრებისა და ყველა ჩვენგანის სამწუხაროდ, უფრო მეტი საუბარია, ვიდრე რეალობა. ჩვენც და თვითონ ხვიჩაც უკვე დაგვღალეს ამდენი გამოკითხვით.

ხვიჩა ალმასია და ასეთი ფეხბურთელების ტრანსფერებისას მუდამ ძალიან ბევრი ფაქტორია. ახლა ხალხი ძლიერ აჩქარებს მოვლენების განვითარებას და გადაწყვეტილების მიღება სურთ, თუმცა ეს ბიზნესია, სადაც ცოცხალი
ადამიანები
მოქმედებენ. მასთან დაკავშირებით მარტივი სიტუაცია როდია, რეალური სიახლები ჯერ ისევ არ არის. მხოლოდ 5 სექტემბერს (რუსეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვის თარიღი) შესაძლებელი იქნება საბოლოოდ გადაჭრით საუბარი.

- თქვენ, როგორც ადამიანი, რომელიც გუნდს აყალიბებთ, გსურთ მისი შენარჩუნება?
- ასე მხოლოდ იდეალურ სამყაროში შეიძლება იმსჯელო. რა თქმა უნდა, მსურს ფეხბურთელები საერთოდ არ წავიდნენ, მაგრამ ეს კითხვა იმ კატეგორიიდანაა, რომ ბავშვები სულ პატარები დარჩნენ და არ გაიზარდონ.  ეს უბრალოდ არარეალურია. სწორედ ასეა ტრანსფერების შემთხვევაშიც. მე წასვლას ან დარჩენას უბრალოდ მოცემულობასავით ვეკიდები, როგორც ამინდს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
20 მილიონს ტოპ კლუბი არ გადაიხდის, რადგან მაგ ფასიანმა მოთამაშემ ისეთი ბურთი არ უნდა გამაზოს, როგორიც ხვიჩამ.
ლევან მაღლაკელიძე
19:46 07-08-2021
9
10მლ რო ღირდეს წავიდოდა უკვე კაი გუნდში იქნებოდა
კვარა
12:11 07-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული