აზაროვი კვიპროსში, გარემარბად სურთ

AutoSharing Option
როგორც კვიპროსული Sport-FM-ი იუწყება, "პაფოსი" ბათუმის "დინამოს" მცველ ირაკლი აზაროვით სერიოზულადაა დაინტერესებული.

წყარო წერს, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ დარკო მილანიჩს 19 წლის ფეხბურთელი მარცხენა გარემარბად წარმოუდგენია.

ბოლო პერიოდში აზაროვს სერიოზული პროგრესი აქვს, ის ბათუმის "დინამოში" მშვენივრად გამოიყურება, მათ შორის კონფერენს ლიგის გათამაშებაში. ფლანგელს  ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში დაეყრდნო.

"პაფოსი" კვიპროსის ჩემპიონატის ახალ სეზონს, ქართველებით დაკომპლექტებულ "აპოელთან",  21 აგვისტოს დაიწყებს.

altსანიოლი შანსს ახალგაზრდებს აძლევს - აზაროვი ტაბიძის ნაცვლად

alt"ბატეს" მწვრთნელი: მრცხვენია, მრცხვენია, ძალიან მრცხვენია

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს ბიჭი კვარაცხელიაზე ნაკლები ტალანტი არაა და კვიპროსში და რუსეთში არ უნდა წავიდეს. საქართველოზე ბევრად უკეთესი ჩემპიონატი არაა არცერთი ეგ.მხოლოდ ევროპაში საშუალო გუნდში და იქ კიდევ უფრო მოუმატებს და გაიზრდება
ანრი
15:28 09-08-2021
0
ჩემი კომენტარი დაიდება თუ არა , ეგ არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრი არის ის რომ, მაგარ სისულელეს იზავს , პირველ რიგში რუსეთი და კვიპროსი არ იყოს , კიპრი იმიტომ რომ , აზაროვი უფრო მეტს იმსახურებს და რუსეთი იმიტომ რომ ჭაობია ნამდვილი, მანდ უნდა წახვიდე თუ მეტი სხვა შანსი და გამოსავალი არ გაქ./ და საერთოდ ნეტა იმ დღეს მომასწრო რო საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბყრთელები კვიპროსებში, ბელგიებში და პორტუგალიებში და ა.შ. არ მიდიოდნენ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, მხოლოდ გრანდებში და წამყვან ჩემპიონატებში, კვიპროსის გუნდი რატო უნდა ისახებოდეს უკეთეს ვარიანტად ვიდრე ბათუმის დინამოა, აი ეს აღარ უნდა იყოს!
Vasili
09:54 09-08-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული