
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი თამამ გადწყვეტილებებს იღებს და თავის გამოჩენის საშუალებას ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებს აძლევს.
როგორც იცით, ჯიმი ტაბიძემ ტრავმა მიიღო და nakrebi.ge-ს ცნობით, მას ბათუმის "დინამოს" 19 წლის მცველი ირაკლი აზაროვი შეცვლის.
ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს შეუერთდება და გუნდთან ერთად 31 მარტს საბერძნეთში დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.