"კვარაცხელიას ორივე ფეხით ჩაახტით" - "ახმატის" მწვრთნელის ბინძურ მითითებებზე "რუბინის" ფანები საუბრობენ

AutoSharing Option
ვინც ყაზანის "რუბინისა" და გროზნოს "ახმატის" მატჩის ბოლო პერიოდი ნახა, ალბათ, დაგვეთანხმება, ჩეჩნური გუნდის წარმომადგენლები უხეშობას არ ერიდებოდნენ, მსხვერპლი კი, ძირითადად, ხვიჩა კვარაცხელია იყო.

ჯარიმების თემაზე კომენტარი "ახმატის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი ტალალაევმა გააკეთა:

"შეხვედრაში ძალიან მომეწონა კუკუიანი (მსაჯი) და კვარაცხელია. საუკეთესო მოთამაშის სტატუსს მათ მივცემდი. მეორე ტაიმში 7 შეტევა "რუბინმა" ჩვენსავე ნახევარზე ჩაგვიშალა და მათ 1 ყვითელი ბარათიც არ უჩვენეს.

ჩვენ მხარეს კი კვარაცხელიას წინააღმდეგ ნებისმიერი დარღვევა ყვითელი ბარათით ისჯებოდა", - თქვა განაწყენებულმა ტალალაევმა.

თუმცა უმანკო და დაჩაგრული კრავის ქურქი
გროზნოელთა მწვრთნელს "რუბინის" გულშემატკივრებმა გახადეს, რომელთა ის ნაწილი, რომელიც "ახმატის" სათადარიგოთა სკამთან იჯდა, რამდენიმე სპორტული საიტის კომენტარებში წერს:

"გარდა იმისა, რასაც "ახმატის" ფეხბურთელები აკეთებდნენ, მატჩის ბოლოს ტალალაევი თავის ფეხბურთელებს ეძახდა: "კვარაცხელიას ორი ფეხით ჩაახტით!" მთელი ხმით ყვიროდა. სათადარიგოთა სკამის უკან ვიჯექი და ყველაფერი კარგად მესმოდა."


მკითხველის კომენტარები / 6 /
ეგეთებზე მწვრთნელი უნდა ისჯევოდეს სერიოზულად, მაგას ჩაახტა ხაახაში.
ლუკა
13:24 10-08-2021
0
რუსეთში ფეხბურთს არასდროს თამაშობდნენ და ვერასდროს ითამაშებენ.. პატარა ბელგია ყოველთვის მოუგებს მშრალი ანგარიშით..:))
ლაშა
00:15 10-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული