კვარაცხელია 2 კლუბს სურს და მათ შორის "მილანი" არაა - ექსკლუზივი მამუკა ჯუღელთან

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საკითხის ირგვლივ ბოლო პერიოდში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ძირითადად ამ თემის ირგვლივ ვისაუბრეთ, თუმცა აგრეთვე სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ლუკა გაგნიძის ტრანსფერს, შევეხეთ.

- ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი კარგად დაიწყო და "რუბინში" ისევ გამორჩეულია, თუმცა მისი ტრანსფერის მიმართ იმხელა ინტერესია, სპორტული მხარე, გარკვეულწილად, იჩრდილება. ამის შესახებ თქვენ რას გვეტყვით?
- 12 აგვისტოს შემდეგ "რუბინის" პრეზიდენტს უნდა შევხვდე. 85-90-პროცენტიანი ალბათობით, კვარაცხელია გუნდს შეიცვლის და ევროპის ძალიან მაღალი დონის კლუბში ითამაშებს. დაინტერესება უამრავია -
ინგლისიდან, იტალიიდან  თუ  გერმანიიდან. ყველაფერი აგვისტოს ბოლომდე გაირკვევა.

- ბოლო პერიოდში ბევრი იწერება "მილანის" ინტერესსა და ტრანსფერში კახა კალაძის როლზე; საუბარია "ტოტენჰემზე", უფრო ადრე კი "ლიდსი" თავად ფეხბურთელმა დაადასტურა...
- არ მესმის, საიდან ავრცელებენ ინფორმაციას ადამიანები, რომლებსაც არც ფეხბურთელთან აქვთ ურთიერთობა, არც კლუბთან და არც აგენტთან. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ "მილანისგან" არანაირი დაინტერესება არ ყოფილა და ამ საკითხზე ჩვენ არც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი დაგვკავშირებია. 

მილანური კლუბისგან იყო ინტერესი, მაგრამ ეს იყო "ინტერი", რომლის ხელმძღვანელობასაც აპრილში შევხვდით. რაც შეეხება "ტოტენჰემს", ამ შემთხვევაში ინფორმაციას დავადასტურებ, მათი მხრიდან სერიოზული ინტერესია. "ლიდსზეც" რაიმე ახალს და ხვიჩას ნათქვამზე მეტს ვერ ვიტყვი.

- უფრო მეტი რომ გვითხრათ კვარაცხელიას მსურველ კლუბებზე და არის თუ არა რომელიმე ვარიანტი გამოკვეთილი?
- ხვიჩა ინგლისის პრემიერლიგის თითქმის ყველა გუნდს სურს, მაგალითად, "ევერტონს", "ბრაიტონსა" და "ვულვზს", მაგრამ ერთია ინტერესი და მეორე რეალური წინადადება. იტალიიდან, "ინტერის" გარდა, კვარაცხელია "იუვენტუსსაც" სურს; არის "ატალანტას", "ნაპოლისა" და "ლაციოს" დაინტერესება. ინიციატივას გერმანიის ბუნდესლგისის, მინიმუმ, 5 კლუბი იჩენს.

ამ ეტაპზე, აქტიური მოლაპარაკება მხოლოდ 2 კლუბთან მიმდინარეობს, რომელთაგანაც ერთი ინგლისის, მეორე კი იტალიისაა. მათ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა დეტალი იციან. როცა ყველაფერი გაირკვევა, საზოგადოება პირველად sportall.ge-ს მეშვეობით შეიტყობს.

- საბა კვირკველიას მიმართ გულშემატკივრებს დიდი ინტერესი აქვთ. ბოლო პერიოდში მას არაბეთს უკავშირებდნენ...

- არაბული კლუბისგან ინტერესი ნამდვილად არის, თუმცა საბას ევროპაში თამაში სურს. დაინტერესება, რა თქმა უნდა, რუსული კლუბებიდანაც არის. ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

- თქვენ ირაკლი აზაროვის აგენტიც ხართ. კვიპროსული "პაფოსის" ვარიანტზე დაიწერა...
- აზაროვი არ წავა ისეთი საშუალო დონის ჩემპიონატში, როგორიც კვიპროსი და ალბანეთია.  ჩემი სურვილია და ამაში კლუბის ხელმძღვანელობაც მეთანხმება, რომ მან ბათუმის "დინამოში" ასპარეზობა გააგრძელოს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მისი მაღალი დონის ჩემპიონატში გადაბარგება პირველი რიგის ამოცანა იქნება.

აქვე, ბათუმის "დინამოს" წარმატებები მინდა ვუსურვო - დაკარგული არაფერი არაა და მჯერა, გუნდი თურქეთში გამარჯვებასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს. წინა ინტერვიუშიც ვთქვი, რომ კლუბს ძალიან კარგი ხელმძღვანელობა -  პრეზიდენტი არჩილ ბერიძე, სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი და მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ჰყავს. ბელარუსში მათ წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი. ბათუმელთა რიგებში, ფაქტობრივად, ორი თანაბარი ძალის შემადგენლობაა.

- ეროვნული ლიგიდან რუსეთში გადაბარგებულ კიდევ ერთ ფეხბურთელ ლუკა გაგნიძეზე უნდა გკითხოთ, გულშემატკივარი მოსკოვის "დინამოსგან" მისი განათხოვრებით უკმაყოფილოა...
- მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, სხვანაირად მოვიქცეოდი. არანაირად არ უნდა დაშვებულიყო ის, რომ გაგნიძე მოსკოვური კლუბიდან გაენათხოვრებინათ! მე ქართველ ფეხბურთელს წარმატებებს ვუსურვებ!

alt"გუნდი ფეხბურთელში 20 მილიონს იმიტომ იხდის, იჯარით რომ გაუშვას?!." - მამუკა ჯუღელი

მკითხველის კომენტარები / 48 /
აგენტს საერთოდ პირველ რიგში ის ადარდებს,რომ კარგი კუში მოხიოს,ამ შემთხვევაში კვარას მამა და ჯუღელი ერთმანეთის უცხოები არ არიან იცნობენ ერთმანეთს სულ მცირე და ორივე დაინტერესებულები არიან დიდი ფულის შოვნით! ბოლო ბოლო ფეხბურთი უკვე დიდი ბიზნესია და კვარას მამასაც ნუ გავამტყუნებთ! ამ კაცს თავის შვილში აქვს ყველაფერი ჩადებული და უნდა,რომ უზრუნველი ცხოვრება შეიქმნას კვარამ! თქვენ უყურებთ გულშემატკივრის თვალით და მამამისი ფიქრობს შვილის მომავალზე! დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად უნდა მამამისს შვილი მაგარ გუნდში ყავდეს და კაი ხელფასიც ქონდეს!
ზურა
10 აგვისტო 2021 11:24
1
მაგაშია ზუსტად საქმე, რომ ეს ორი რამ ერთმანეთში ერევათ ხშირად. დიდ ფულს რუსეთში ცუდ კლუბებშიც შოულობენ, აგენტზე და კლუბის ხელმძღვანელობასთან მის ურთიერთობებზეა დამოკიდებული. ამაშია ზუსტად ჯუღელი მაგარი. ევროპის ტოპ ლიგებში კიდევ ნამდვილად არაა ასე (ნუ იტალიაში ურევენ ზოგიერთები მხოლოდ) და ფულს ასე მარტივად კლუბი დაატკატებაში არ იხდის. მაგიტომაცაა, ხშირად რუსეთში დარჩენა რომ ურჩევნიათ - აგენტიც კმაყოფილია, ფეხბურთლიც, ფეხბურთლის ოჯახიც, კლუბიც.

ოღონდ დიდ ფეხბურთს ასე ვერ ითამაშებ. ჯერ დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშო ევროპაში და დიდი ფული თავისით მოდის. ამის იმედი კიდევ ჩვენი ფეხბურთლების უმრავვლესობას არ აქვს და მაგიტომაც აკეთებენ იმ არჩევანს, რასაც ვხედავთ.

იმედი მაქვს, ხვიჩას შემთხვევაში ასეთი რამე არ მოხდება.
დათა თუთაშხია
10 აგვისტო 2021 14:41
1
ამ კაცმა ასი ლარი რომ გთხოვოს, ასესხებ?
ძროხა რომ მოგყიდოს, იყიდი?
ქ. გ.
10 აგვისტო 2021 11:19
6
ამასთან სეკას ითამაშებ?)))
ჯაბა
10 აგვისტო 2021 09:52
3
ამ კაცთან მოლაპარალების მაგიდასთან რო დაჯდები მაგის მერე მასთამ და მის ფეხბჰრთელებთან არანაირი სურვილი არ გექმება რაიმე ურთიერთობის გაგრძელების. ეს აგენტო ღუპავს კვარას !!!
gio
10 აგვისტო 2021 09:50
10
იუვენტუსი ან ტოტენჰემი...
....
10 აგვისტო 2021 09:35
0
agenti ambobs asiani gavyidito xalxs arsjera... xvichamac tqva gadavdivaro da vingha unda tqvas rom daijerot...
bbb
10 აგვისტო 2021 01:35
3
არავის არ ეწყინება ხვიჩას გრანდში გადასვლა. ყველას გაგვიხარდება
მაგრამ ამ ადამიანის "ტრიპაჩობა" და გრანდებზე საუბარი უკვე სასაცილოა.
რამდენი ფეხბურთელი გადაუყვანია გრანდში? - ნული.
ადამიანი საქმით ფასდება და არა ლაპარაკით.
რომ თქვას - ფულს ვაშოვნინებო, დაიჯერება. ამას ნამდვილად იზამს, რადგან გაუკეთებია უკვე. მისმა ფეხბურთელებმა ფული იშოვეს. მაგრამ გრანდში, და დიდი ფეხბურთი არავის უთამაშია.
Modric
09 აგვისტო 2021 23:17
7
მეიცა, ჯერ პერეგავორები მიდის
: )))))))
10 აგვისტო 2021 07:01
4
ავტორს: გამოაგზავნინე ჯუღელს სხვა სურათი, თორემ ხალხი ნერვიულობს, "ვიდზე" ვერააო. ვის რა სადარდელი აქვს. ღმერთო, უშველე ყველას.
კალისტრატე
09 აგვისტო 2021 22:22
7
ზოგს ჯუღელის იერი არ მოსწონს, ზოგს ხვიჩას სურათი, ზოგს უნდა ხვიჩამ წვერი გაიპარსოს, ზოგი კი თვლის, რომ ჟურნალისტები შავი მაგიის საშუალებით ხვიჩას თარსავენ, რადგან წერენ მასზე ძალიან ბევრს. ამათ კომენტარების გაკეთება უნდა აუკრძალო. ნამდვილი საგიჟეთია.
ლევანი
09 აგვისტო 2021 22:19
4
კაცი იძახის რო 80 % გადავაო , თვითონ ხვიჩას აგენტი და ამათ მაინც არ ჯერათ , ესენი ჟურნალისტების ნათქვამს დაიჯერბენ ? ეს ვაი გულშემატკვირები . რო ვერასდ გადავიდეს უფრო გაახარებთ ვიდრე ხვიჩას ტოპ ტრანსფერი .
ლშა
09 აგვისტო 2021 21:56
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული