ერთი ნაბიჯი ევროპა ლიგამდე - კაშიასა და კანკავას "სლოვანი" წინ მიიწევს

AutoSharing Option
„სლოვანი“, რომლის ღირსებასაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იცავენ, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა.

ბრატისლავურ გუნდს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლინკოლნი“ გასვლაზე 3:1 ჰყავდა დამარცხებული, საკუთარ მოედანზე კი ფრეს დასჯერდა - 1:1 და ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდა.

მატჩს 4 668 მაყურებელი დაესწრო. ანგარიში 38-ე წუთზე ნახევარმცველმა იაროლიმ ზმრალმა ვლადიმირ ვაისის პასით გახსნა, 54-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მასპინძელთა გუნდის მეტად აქტიურმა არგენტინელმა ლეგიონერმა ვერნონ დე მარკომ და „სლოვანი“ კაცნაკლული დარჩა. 90-ე წუთზე მოწინააღმდეგემ მეკარე მიხალ შულას უხეში შეცდომის
შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად და უშეცდომოდ ითამაშეს.

ქართველების გუნდი ტურნირის პლეი-ოფში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ოლიმპიაკოსისა" და "ლუდოგორეცის" წყვილში დამარცხებულს დაუპირისპირდება (მათი ორივე მატჩი ფრედ დასრულდა და ამ წუთებში დამატებითი დრო მიმდინარეობს) და უკვე ცნობილია, რომ პირველ შეხვედრას 19 აგვისტოს სტუმრად ჩაატარებენ, ხოლო განმეორებითს - ერთი კვირის შემდეგ სახლში.

მოკლედ, ფაქტია, მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის გეგმა მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გიბრალტარის კლუბის დამარცხებას გეგმა უნდა?
ზორბეგი
02:34 11-08-2021
0
ეს კარგი მარა ტირასპოლოის შერიფზე რომ დაწეროთ უფრო კარგი იქნება არ მაქ იმედი მარა მაინც მოლდოვის ფეხბვურთის დომეც რომ გვისწრებს თან რამხელათი ჩვემ კიდე ვართ თევზებივით წყალ ჩაგუბებულები ორთქმავალივით ერთი ორი დღე ბოლს გამოვუშვებთ და ეგაა სულ სირცხვილზე პასუხს არავინ აგებს და აი შედეგიც შერიფი შეიძლება ლიგის ჯგუფში მოხვდეს მარა რო ვერ მოხვდეს ევროპა ლიგის ჯგუფი გარანტირებული აქ რადგან ბოლო ეტაპია ლიგის საკვალიფიკაციოსი იქ გავარდნილი უეფას ჯგუფში ხვდება პირდაპირ ეგ გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის
ნოდო
01:51 11-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული