ცნობილმა სპორტულმა მიმომხილველმა დენი არმსტრონგმა საკუთარ Twitter-ის გვერდზე "მილანის" ფანებს შორის გამოკითხვა ჩაატარა.
ჟურნალისტის კითხვა ასე ჟღერდა:
"გაქვთ 25 მილიონი და შეგიძლიათ ერთი ფეხბურთელის ყიდვა... რომელს იყიდით, ნიკოლა ვლასიჩს ცკსა-დან თუ ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინიდან"?
გამოკითხვაში მონაწილეობა 616-მა ადამიანმა მიიღო, საიდანაც 66,6%-მა მხარი ვლასიჩს დაუჭირა.
მილანის ფანებმა არაფერი არ იციან არც არმსტრონგის, არც მისი twitter-ის შესახებ.