რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

AutoSharing Option
ე.წ. ინსაიდერმა ნობელ არუსტამიანმა საკუთარ "იუთუბარხზე" ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა და ახსნა, რომ ქართველი გარემარბის მომავალი "იუვენტუსიდან" "ტოტენჰემისკენ" ფაბიო პარატიჩის გამო გადაიხარა.

"ლონდონური "ტოტენჰემის" ერთ-ერთი შენაძენი ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება გახდეს. ფაბიო პარატიჩი ხვიჩას ტალანტით დიდი ხანია აღფრთოვანებულია და გაზაფხულზე ერთ-ერთ აგენტ ვალერიო ჯუფრიდასთან კონტაქტზეც გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ჯუფრიდამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ალეკსეი მირანჩუკის "ატალანტაში" გადასვლასა და ელდორ შომორუდოვის "ჯენოაში" ტრანსფერში. ახლა კი რუსეთის პრემიერლიგიდან კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერის მონაწილე შეიძლება გახდეს.

ჩემი ინფრორმაციით, ჯუფრიდასა და პარატიჩს
შორის გამართული პირველი დიალოგი ხვიჩას "იუვენტუსში" გადასვლით შეიძლებოდა დამთავრებულიყო, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. პარატიჩის ლონდონში გადაბარგების შემდეგ კვარაცხელიას კარიერის გაგრძელების ყველაზე რეალურ ვარიანტად "ტოტენჰემი" იქცა", - თქვა არუსტამიანმა.

ფაბიო პარატიჩი "იუვენტუსის" მთავარი სპორტული ოფიცერი 11 წლის განმავლობაში იყო, ახლა კი "ტოტენჰემის" მმართველი დირექტორი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
wikipedia-ს თუ დაუჯერებთ, Wolverhampton-ში გადავიდა:
Khvicha_Kvaratskhelia
Current team Wolves
ქ. გ.
13 აგვისტო 2021 15:11
0
ძალიან მაგარია და გიხაროდეთ შურიანებო ქარტველია
simartle
12 აგვისტო 2021 22:42
2
არავის ეწყინოს, მაგრამ კვარაცხელიას პოტენციალს ვინც ვერ აღიქვამთ, ფეხბურთის ყურებას შეეშვით, არაა ეს თქვენი საქმე. რას მიედმოედებიან, ტოტენჰემშიც ითამაშებს და უფრო მაგარ კლუბშიც, რადგან ქართველია, ვერ წარმოუდგენიათ ტიპებს, რომ შეიძლება ტოპ ლიგაში ითამაშოს, ამას წლის ბოლოს ყველა ნახავთ და იმედია ფეხბურთის ყურებაში აწი დროს აღარ დახარჯავთ დაუნახავებო.
12 აგვისტო 2021 21:17
8
იმდენს ნუ იზამთ, თვითონ დაგირეკოთ ამ ბიჭმა და გითხრათ მოეშვით ამ სისულელეების წერას, მრცხვენია უკვე ქუჩაში გავლაო.
QT
12 აგვისტო 2021 21:12
10
ნეტავ ვის შემცვლელად უნდათ ტოტენჰემში ხვიჩა? რომელ ძირითადის ან სათადარიგოს მოთამაშეს აჯობებს ან მაგათ 50 % მაინც გააკეთებს მოედანზე? სამწუხაროა,რომ მსხვერპლია ეს ბავშვი ამ ჭორებისა რასაც უგორებენ რუსები და ტყუილი მოლოდინებია, რეალური მყიდველი დაინტერესების შემთხვევაში რომ ხედავდეს ეგეთ ტალანტს 50 მილიონსაც გადაიხდიდა ტრანსფერში, როგორც ბრაზილიელ ახალგაზრდებში იხდიან ფულს :)
სიმართლე,რომელიც არ მოგწონთ
12 აგვისტო 2021 20:05
25
გეთანხმები. სრული სიმართლეა.
გენა
12 აგვისტო 2021 21:16
18
აიაქსში გადადის, 100% ვიცი!
alioni
12 აგვისტო 2021 19:50
13
ძალიან უაზრო ტყუილის ტირაჟირების მსხვერპლია ხვიჩა, სხვათაშორის არაა უბრალო იარაღი სიცრუე...იმედია არ მოადუნებს ეს სიცრუის კამპანია ახალგაზრდა ტალანტს...
ავჭალიდან
12 აგვისტო 2021 18:59
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული