Championat-ი ხვიჩას წასვლის აუცილებლობაზე წერს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რუსულმა Championat-მა საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ამბებს ეხება:

"წასვლის მომენტის შერჩევა ყოველთვის რთულია. ხვიჩა ლეონიდ სლუცკის გუნდში სიამოვნებას იღებს, ამავდროულად კი, "რუბინის" მთავარი ვარსკვლავი და იმედია. კვარაცხელიას ვერავინ გაამტყუნებს იმაში, თუ მას უფრო მაღალ დონეზე თამაში სურს. ქართველ ფეხბურთელს ამაში ხელს რაღაც სასწაული თუ შეუშლის.

როგორც "რუბინი", ასევე ნებისმიერი სხვა რუსული კლუბი, ხვიჩას არსობრივად ახალს ვერაფერს შესძენს. პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების გვერდით კვარაცხელია ვეღარ ვითარდება. მას ისევ შეუძლია, მოწინააღმდეგის მცველები მასხრად აიგდოს, მაგრამ
თუ ტოპ-ლიგაში არ გადავა, დეგრადაცია დაეწყება. კარგია, რომ ქართველი გარემარბის წასვლის აუცილებლობას კლუბიც იაზრებს და ამაში მას ხელს არ უშლის.

ამასთანავე, კვარაცხელიასთვის ძალიან მნიშვნელოვანია წავიდეს მწვრთნელთან, რომელიც მის შესაძლებლობებს ბოლომდე ირწმუნებს. ამას ხვიჩაც ხვდება და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ იღებს.

დღეს ქართველი ფეხბურთელის ყველაზე აქტიურ მსურველად "ტოტენჰემი" მიიჩნევა. ამ კლუბში არსებული როტაციიც გათვალისწინებით, კვარაცხელიას სეზონში 15-20 შეხვედრა უნდა მიეცეს. თუმცა, საკითხავია, ინგლისური პრემიერლიგა მის სტილს რამდენად შეეფერება."

altხვიჩა 2 კლუბს განსაკუთრებით სურს, "მილანი" მათ შორის არაა - ექსკლუზივი მამუკა ჯუღელთან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული