"დომინირებდა გუნდი, რომელიც კვარაცხელიაზე იაფი ღირს" - სლუცკის კითხვა დაუსვეს

AutoSharing Option
"რაკუვთან" კონფერენს ლიგაზე დამარცხების შემდეგ "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- აქ მთელი სიტუაციის დრამატიზმი მატჩის უკანასკნელ წამში ჩაეტია. ამიტომ ახლა, ასეთ ემოციურ ფონზე კონსტრუქციული ანალიზის გაკეთება ჩემთვის ძალიან რთულია.

- მთელი "რაკუვი" უფრო იაფი ღირს, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელია. მოგვეჩვენა, რომ "რაკუვი" დომინირებდა და ამან გაგვაკვირვა...
- არ გეთანხმებით, რომ "რაკუვი" დომინირებდა. იყო თანაბარი თამაში, ორმხრივი შანსებით.

- სტუმართა მწვრთნელმა თქვა, რომ მიკერძოებული მსაჯობა იყო. როგორ შეაფასებდით სამოშნიკოვისთვის პირველი ყვითელი ბარათის ჩვენებას?
- ჩემი აზრით, პირველ ყვითელ ბარათს არ
იმსახურებდა, მაგრამ მან ხომ იცოდა, რომ უკვე ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული. ალბათ, საკვანძო მომენტი უფრო მეორე ყვითელი ბარათი იყო.

- რატომ შეასრულა პენალტი ჰაკშაბანოვიჩმა, ახლა ისაა თერთმეტმეტრიანების შემსრულებელი?
- დესპოტოვიჩის არყოფნისას ისაა.

- "რუბინი" ჩემპიონატზე შესანიშნავად თამაშობს, ევროტურნირებზე სულ სხვა გუნდია. რატომ ხდება ასე?
- არ არის სხვა გუნდი. ხარისხის მიხედვით დაახლოებით ერთნაირი მატჩები ჩავატარეთ.

- ახლა გუნდის მდგომარეობა როგორია?
- ისინი განადგურებულები არიან.

- მათ როგორი განწყობა აქვთ? როგორი გეგმები?
- ზედრამატული მარცხი ვიწვნიეთ. ასეთი დრამატული მატჩი ცხოვრებაში არ მქონია. ახლა გეგმებზე ვფიქრობთ... თუ უფსკრულის პირას უგონოდ ჩამოკიდებულს შეგიძლიათ იმაზე იფიქროთ, სად გაატარებთ მომავალ შვებულებას, თქვენი ძალიან მშურს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ნუ მე მაინც მგონია რუბინმა დაიკიდა ეგ კომფერენც ლიგა თუ რაცა, შიდა ჩემპიონატში კარგად მიდის, მაგრამ ისიც ფაქტია, რო რუსული ფეხბურთი ძან ჩამორჩა ევროპულ ფეხბურთს. ხვიჩა ამათან, რო თამაშობს ცოდოა
გოგა
14:59 13-08-2021
3
სასწაულად ითამაშა ხვიჩამ. უმაგრესი ფეხბურთელია სრულიად, ამ სიტყვის სრული გაგებით.ერთ მომენტში ისე ადვილად გაცდა ვიღაცას გეგონებოდა იცოდა წინასწარ ის ნაბიჯს სად დადგამდა და მერე ჰაკშაბანოვიჩზე უზუსტესი პასი მოედნის მეორე კიდისკენ. სასწაულად მაგარია, უბრალოდ გუშინ მარტო ეგ იყო და ის სამოშნიკოვი. ხვუჩას 3 კაცი მეურვეობდა და 2 აზღვევდა იმათ მოედანზე. ხვიჩა მაგარი თამაში აჩვენე და რომ მთავრდებიდა , ვიფიქრე იმ ჰაკშაბანოვიჩთან იქნება ალბათბეცლა და აწყნარებს თქო და ზუსტად კადრმაც ეს დაადასტურა. მაგარი ადამიანი და მაგარი ფეხბურთელი ხარ. წარმატებები
გადასარევი გიორგი
13:47 13-08-2021
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული