მამარდაშვილს სასტარტოში ველით - ევროპის წამყვანი ლიგები იწყება

AutoSharing Option
დღეს, 13 აგვისტოს, ევროპის 4 წამყვანი ჩემპიონატიდან სტარტს თითქმის ყველა (იტალიის გარდა) აიღებს. ესპანური ლა ლიგა "ვალენსია"-"ხეტაფეს" მატჩით გაიხსნება, სადაც გიორგი მამარდაშვილის დებიუტს ველით.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე პოპულარული ესპანური გამოცემა AS-ი ქართველ მეკარეს ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ღამურების" თავკაცმა ხოსე ბორდალასმა განაცხადა, რომ კლუბის ძირითად კიპერ იასპერ სილესენის მზადყოფნის საკითხი უკანასკნელ ვარჯიშზე გაირკვეოდა.

Sportall.Ge

"ვალენსიას" ბოლო პერიოდში "ხეტაფესთან" ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს და გასულ ხუთ შეხვედრაში არ დაუმარცხებია. მადრიდელებმა ორჯერ დიდი ანგარიშით (3:0) გაიმარჯვეს.

შეხვედრას, რომელიც თბილისის დროით 23:00
საათზე დაიწყება, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი არბიტრი ხესუს ხილ მანსანო განსჯის.

დღესვე ინგლისის პრემიერლიგას "ბრენტფორდი"-"არსენალი", გერმანიის ბუნდესლიგას კი "გლადბახი"-"ბაიერნი" გახსნის.

alt"ვალენსიას" თავკაცი მატჩის წინ მეკარეებზე საუბრობს

altესპანური მედია: თუ სილესენმა ტრავმა ვერ მოირჩინა, მამარდაშვილი პირველი მეკარე გახდება

alteldesmarque: მამარდაშვილი "მილანთან" მატჩის გმირი იყო


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული