Sportsdaily: ხვიჩა სრულყოფილად მოქმედებდა, მაგრამ ეს საკმარისი არაა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგიდან ყაზანის "რუბინის" გამოვარდნის შემდეგ Sportsdaily-მ რუსული კლუბის მიმართ კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა, სადაც დადებითად მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შესახებ საუბრობენ:

"სამწუხაროდ, "რუბინმა" დასახულ მიზანს თავი ვერ გაართვა. რა თქმა უნდა, დამარცხება ყოველთვის მწვრთნელს ბრალდება, მაგრამ მეჩვენება, რომ ლეონიდ სლუცკი ამაში ნაკლებად დამნაშავეა - სათამაშო გეგმა სწორად იყო შერჩეული. ხვიჩა კვარაცხელია, პირველი თამაშისგან განსხვავებით,  ერთდროულად ორ ან სამ მეტოქეს ფინტებით აწიოკებდა. ქართველი გარემარბი სრულყოფილად მოქმედებდა.

პრობლემა ისაა, რომ წარმატებული დრიბლინგის შემდეგ, როცა ხვიჩამ თავი მაღლა ასწია, დაინახა, რომ პარტნიორებს მოწინააღმდეგის
ზურგს უკან არასწორი პოზიციები ეკავათ. ხვიჩა არის საოცარი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგისთვის, მაგრამ ის უბრალოდ კარგია ევროპისთვის, ამიტომ პოლონელებმა მისი მოქმედებების დაბლოკვა მაინც მოახერხეს.

"რუბინის" სხვა მოთამაშეებმა საერთოდ ვერაფერი შეძლეს, დრიბლინგის მცდელობაც კი არ ჰქონიათ, ხოლო პასებსა და პრესინგში პოლონურ გუნდს სრული უპირატესობა ჰქონდა.

მოკლედ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთში ევროპული დონის მოთამაშეები არ გვყავს. ჩვენს გუნდებში პრობლემებია როგორც ტექნიკური უნარის, ასევე ფსიქოლოგიური სტაბილურობისა და გონებრივი განვითარების თვალსაზრისით. ფეხბურთელებმა  პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მეტად უნდა აიღონ, მაგრამ ლიდერული თვისებების ნაკლებობა თითქმის ყველა ახალგაზრდა რუსი ფეხბურთელის უარყოფითი თვისებაა."

შეგახსენებთ, "რუბინმა" დამატებითი დროის უკანასკნელ წუთზე, როცა ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან გაყვანილი იყო, თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და პოლონურ "რაკოვთან" საკუთარ მოედანზე დამარცხდა (0:1).

alt"დომინირებდა გუნდი, რომელიც კვარაცხელიაზე იაფი ღირს" - სლუცკის კითხვა დაუსვეს

altხვიჩას კაცნაკლულმა "რუბინმა" 120+2-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა

მკითხველის კომენტარები / 11 /
კავარა კიარა მესი და რონალდო მინახია ისეთი ჩასვრილი ხიხონებთამ და ოსასუნებთამ. ქართველი რა მოსატანია იმათან.. წადი ხვიჩა მაღალი დონის ჩემპიონატში პსვ აიაქსი დორტმუნდი ლევერკუზენი სევილია ატალანტა არსენალი ტოტენჰემი.. ზედგამოჭრილი არის ეს გუნდები კვარაზე
რომა
13:18 13-08-2021
2
სადა ხართ, რატომ არაფერს წერთ, ამის წინა პოსტზე კი გამოხვედით სიტყვით, ვერ ითამაშაო, გადაჭარბებულიაო, რა უნდა ტოპ ლიგაშიო? ამდენს რატომ წერთო? იმიტომაც წერენ, რომ ტოპ კლასის ფეხბურთელია და ყველას აინტერესებს სად გადავა. ყველა მაგარ ფეხბურთელზე ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი წინასატრანსფერო პერიოდში. ჰოდა დაიჯერეთ ბოლო-ბოლო, რომ კვარა ტოპია, ბესტია, სუპერია, კოსმოსია. შ ე ი გ ნ ე თ!
კრისებო
16:21 13-08-2021
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული