ჩაკვეტაძე მშვენივრად დაბრუნდა - მწვრთნელი კმაყოფილია

AutoSharing Option
"გენტმა" ლატვიური RFS-ის ბარიერი რთულად, მაგრამ მაინც დაძლია და კონფერენს ლიგის პლეი-ოფში იასპარეზებს. ბელგიური voeltbalprimeur-ი, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძის თამაშს (63-ე წუთზე ჩაერთო) ნათელ წერტილს უწოდებს, გუნდის მთავარ მწვრთნელ ჰეინ ვანჰეზებრუკის კომენტარს აქვეყნებს:

"რა თქმა უნდა, გიორგი ფეხზე ისევ მყარად იდგა. ისეთი მატჩები, სადაც მეტოქე უფრო მეტად თავის დაცვაზე ფიქრობს, ჩაკვეტაძისთვის იდეალურია - ამ შემთხვევაში მას თავდაცვითი სამუშაოს გაწევა ნაკლებად სჭირდება. ქართველი ფეხბურთელი ნამდვილად ნათელი წერტილი იყო.

ჩვენს გუნდში ბევრი ნერვიულობდა, ჩაკვეტაძე კი თავდაჯერებულად გამოიყურებოდა - ბურთსაც აკონტროლებდა და მოედნის კარგი
ხედვაც გამოავლინა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეს გიორგის პირველი ნაბიჯები იყო. ის მოსამზადებელ პერიოდში დაშავდა, მაგრამ ახლა აქაა და იმედი გვაქვს, გუნდის შეტევით პოტენციალს გააძლიერებს."

ბელგიის ჩემპიონატის მე-4 ტურში, 15 აგვისტოს, "გენტი" "მეხელენს" უმასპინძლებს, 19 აგვისტოს კი "რუბინის" მძლეველ პოლონურ "რაკოვს" ესტუმრება.

altჩაკვეტაძე დაბრუნდა - "გენტი" და ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" პლეი-ოფში გავიდნენ

მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორ გაგვახარე გიო. წარმატებები. შენ აუცილებლად მალე გახდები დიდი ფეხბურთელი.
ამი
18:34 13-08-2021
0
მიდი ჩაკვე აკრიფე ფორმა და სანაკრებოდ ნორმალურ ფორმაში ჩამოდი.... ასევე არაფერი ისმის საბა ლობჟანიძეზე წიტაიშვილზე.. დაწერეთ ამათზეც რამე. კირკიტაძეს დაუკავშირდით კოხრეიძეს როგორ აეწყვნენ გუნდებში გვაინტერესებს ხალხს თქვენ ჟურნალისტები კიარა თარჯიმნები უფრო ხართ რამეს ნახავთ უცხოურ საიტზე თარგმნით და დებთ..
რომა
14:41 13-08-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული