"ხელახლა დავიბადე" - ლორიამ კორონავირუსი დაამარცხა

AutoSharing Option
როგორც კვიპროსული Kerkida-დან ვიგებთ, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კორონავირუსს ებრძოდა და მისი ბოლოდროინდელი უთამაშებლობა ამით იყო გამოწვეული:

როგორც თავად ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, მას ვირუსი საკმაოდ მძიმე ფორმებით ჰქონდა:

"საავადმყოფოში თითქოს ორჯერ გარდავიცვალე და ხელახლა დავიბადე. რაც შეეხება "რაპიდთან" პირველ შეხვედრას, მასში ძალიან მოულოდნელად ჩავერთე".

გიორგი ლორია ვენის "რაპიდთან" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მეკარის ტრავმის გამო იძულებით ჩაერთო და პენალტი მოიგერია, განმეორებითი შეხვედრა კი სრულად ჩაატარა. თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი", რომლის რიგებში ნიკა კაჭარავაც ირიცხება, ავსტრიულ კლუბთან ორი მატჩის
ჯამში დამარცხდა (2:4) და კონფერენს ლიგაზე გადაერთო, სადაც 18 და 26 აგვისტოს ისრაელის "ბეერ შევას" დაუპირისპირდება.

altშეცვლაზე შესულმა ლორიამ პენალტი მოიგერია - ქართული ლეგიონი ევროტურნირებზე

altქეცბაია და ლორია სუპერთასისთვის იბრძოლებენ - ქართველი სპეციალისტი უკმაყოფილოა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული