"ტოტენჰემს" ტრანსფერებისთვის ფული უჩნდება - კეინი "სიტიში" მიდის, ლონდონელთა სიაში კი კვარაცხელიაცაა

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "სიტიმ" "ტოტენჰემს" ჰარი კეინის სანაცვლოდ ახალი სუპერშეთავაზება გაუკეთა.

მანჩესტერელები მზად არიან, ინგლისის ნაკრების ფორვარდის სანაცვლოდ 150 მილიონი ფუნტი გაიღონ.

რომანო, რომელიც ყოველთვის სარწმუნო ინფორმაციას ავრცელებს, ამბობს, რომ "დეზები" ამ წინადადებაზე უარს არ იტყვის და კეინს "ეტიჰადის" ბინადრებს მიჰყიდიან.

ასეთ შემთხვევაში კი "ტოტენჰემს" ტრანსფერებისთვის საკმაოდ დიდი თანხა ექნება.

Onefootball.com-ი წერს, რომ ფორვარდის პოზიციაზე ლონდონელები ლაუტარო მარტინესის ან დუშან ვლაჰოვიჩის დამატებას შეეცდებიან.

"დეზებს" გაძლიერება შემტევის პოზიციაზე სურს და ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად ხვიჩა კვარაცხელიასაც განიხილავენ.

იმ
შემთხვევაში, თუ "ტოტენჰემი" კეინს მართლაც გაასხვისებს (რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია), ქართველის ლონდონურ გუნდში მოხვედრის შანსიც იზრდება.

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 3 კვირა რჩება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქინქლაძის კვალდაკვალ ,keep moving , keep trying.
დევკალიონი
16:38 13-08-2021
0
ნეტა ჯუღელმა ინგლისური თუ იცის? მართლა მაინტერესებს
ზორბეგი
18:24 13-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული