საბა ლობჟანიძემ თავის ახალ გუნდში, "ჰათაისპორში" პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი.
თურქეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "ჰათაისპორი" საკუთარ მოედანზე "კასიმპაშასთან" 0:1 მარცხდებოდა, ლობჟანიძე 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 72-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
საბა ამ ზაფხულში "ანკარაგიუჯიუდან" "ჰათაისპორში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
23 აგვისტოს ლობჟანიძის გუნდს უფრო რთული გამოცდა ელის - სტამბულში "გალათასარაის" დაუპირისპირდება.